ელემენტარული წესები, რომელიც ყინვაში უნდა დავიცვათ

20 Mar

როგორი სიმპტომები აქვს მოყინვას, რა პირველადი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ პაციენტს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს

კლიმატური ცვლილებების გამო, საქართველოში ამინდი გაუარესდა. სინოპტიკოსები თვის ბოლომდე ტემპერატურის ვარდნას ვარაუდობენ. მართალია, საქართველოში ევროპისა და უკრაინის სტატისტიკა არ დაფიქსირებულა, მაგრამ არც ამდენი მოყინული ადამიანი ყოფილა არასდროს. ოფიციალური ინფორმაციით, 2 ადამიანი ქუჩაში გაიყინა და გარდაიცვალა. მოყინვის დიაგნოზით, თერმულ დაზიანებათა ცენტრში 14 ადამიანი მიიყვანეს, 8 მოყინული პაციენტი, კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას ამჟამადაც განაგრძობს. სულ მოყინვის 300-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ,,ვერსია” დაინტერესდა, რა ზომებს უნდა მიმართონ ძლიერი სიცივეების დროს იმ ადამიანებმა, ვისაც ან დიდი ხნით ქუჩაში ყოფნა უწევს, ანდა შინ პირობები არ აქვთ. ამის გასარკვევად რეფელარული ჰოსპიტალის ბესიკ იაშვილის სახელობის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელს გუგა ქაშიბაძეს ვესაუბრეთ:

_ თერმულ დაზიანებათა ცენტრში მოყინვის დიაგნოზით შემოსული პაციენტებიდან უმეტესობა რეგიონებიდანაა და, ძირითადად, მარტოხელა მოხუცები არიან. ყველაზე ახალგაზრდა იყო 24 წლის ბიჭი, რომელსაც დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, სამწუხაროდ, ფეხის ათივე თითი და ტერფის გარკვეული ნაწილი დაკარგა. ზოგადად, მოყინვისთვის არ არის აუცილებელი გარეთ ყოფნა ან ძალიან დაბალი ტემპერატურა. გარკვეული პირო-ბების შემთხვევაში, შესაძლებელია, მოყინვა ადამიანმა პლიუს 3-4 გრადუსზეც მიიღოს. მოყინვა, შესაძლოა, ადამიანს სახლშიც განუვითარდეს, როცა შინ გათბობა არ არის. ამ დროს ასაკოვანი ადმიანები უფრო დიდი რიკის ქვეშ იმყოფებიან.

_ რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანს მოყინვა განუვითარდეს?

_ მოყინვა შეიძლება გამოიწვიოს სიცივეში მოჭერილმა ფეხსაცმელმა და თუ ადამიანს სიცივეში ფეხი სველი აქვს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მოყინვას, ზოგადად კი, სხეულის წაზიდული უბნები იყინება: ცხვირი, ყური, ნიკაპი, ყვრიმალი, მტევანი და ტერფი. გასულ წლებში მოყინვის დიაგნოზით მწყემსები, მონადირეები და ალპინისტები მოჰყავდათ. ანუ ის ადამიანები, ვისაც პროფესიულად მუდმივად სიცივეში ყოფნა უწევდათ. წელს კი მოყნულთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა.

_ ბევრ ადამიანს ოჯახის გამოსაკვებად ღია ცის ქვეშ საქმიანობა უწევს, რა ზომებს უნდა მიმართონ მათ, ვისაც ხანგრძლივად ყინვაში ყოფნა უწევს?

_ აუცილებლად უნდა შეარჩიონ სპეციალური წყალგაუტარი ფეხსაცმელი, თან ეს ფეხსაცმელი ოდნავ დიდი ზომის უნდა იყოს, რათა ფეხზე ჰაერის ბალიში შეიქმნას. თუ ფეხსაცმელი დაუსველდა, წინდა მალე უნდა გამოიცვალოს. აუცილებლად უნდა ეცვას თბილი ხელთათმანი. თუ მგრძნობელობის დაქვეითებას იგრძნობენ, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. ვისაც ქუჩაში ხანგრძლივად ყოფნა უწევს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, ვინაიდან ალკოჰოლი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და ხელს უწყობს გადაციებას. ასეთ ამინდებში კარგია, დიდი რაოდენობით ცხელი სუფი და ჩაი. ეს არის ის ელემენტარული წესები, რომლის დაცვაც აუცილებელია. მოყინვის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა Aმიმართოთ ექიმს, რადგან, პირველ წუთებში, მოყინვის ხარისხი ძალიან ძნელი დასადგენია.

_ როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ეყინება სხეულის ნაწილი და რა დროს უნდა მიმართოს ექიმს?

_ თავად მოყინვა დაკავშირებულია ტკივილთან, უსიამოვნო შეგრძნებასთან. მოყინულ ადგილას მგრძნობელობა ქვეითდება, კანი ფერს იცვლის _ თავიდან მოწითალო ფერისაა, მერე ციანოზურ ფერში გადადის. შესაძლოა, მოყინული ნაწილის გათეთრებაც კი მოხდეს. ასევე დამახასიათებელია შეშუპება. ამ შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალისტის ჩართვა, რათა პაციენტს ჩაუტარდეს ზოგადი მკურნალობა, სისხლის მიმოქცევის გაძლიერება. თუ არის შესაძლებელი მოყინული უბნების გაცოცხლება, პირველი საათები ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დაგვიანების შემ-თხვევაში, 2-3 დღის მერე, მდგომარეობა უფრო მძიმდება.

_ ხშირად მოყინვის დროს მიმართავენ ცხელ ან თბილ წყალში სხეულის მოყინული კიდურების ჩაყოფას, ან თოვლით დაზელას, რამდენად რეკომენდირებულია ამის გაკეთება?

_ მოყინულ უბნებზე თოვლის დადება ან თოვლით დაზელა, ამ უბნის კიდევ უფრო გადაციებას იწვევს. თბილ წყალში სხეულის მოყინული ნაწილის ჩადება კი აუცილებელია. თუმცა ეს წყალი ისეთი ცხელი არ უნდა იყოს, რომ ადამიანმა დამწვრობა მიიღოს. რეკომენდირებულია, მოყინულ ადამიანს მსუბუქი მასაჟი ჩაუტარდეს, ეს სისხლის მიმოქცევას გააძლიერებს. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ვინაიდან კონსერვატიული მკურნალობა და მალამო, საქმეს არ შველის. ამ დროს კომპლექსური მკურნალობაა საჭირო.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/1316-2012-02-20-11-54-14.html 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: