წელს, საქართველოში შიდსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა!

21 Jan

რამდენი ინფიცირებულია საქართველოში ?

ნინო ხარშილაძე

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში აივ ინფექცია/შიდსის მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, გაიზარდა. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის, კახეთის რეგიონში 75 ინფიცირებულია. მაშინ, როცა შარშან, 1 აპრილისთვის, მხოლოდ 18 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. `ჯი-ეიჩ-ენის~ ინფორმაციით, ეს მონაცემი რადიო `ჰერეთს~ თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, შუქია გიგენაშვილმა განუცხადა, რომელიც ინფიცირებულთა რიცხვის ასეთ მკვეთრ ზრდას არა ნარკოტიკების მომხმარებელთა მომრავლებით, არამედ საზოგადოების ნაკლებ ინფორმირებულობით ხსნის.
ამ შემაშფოთებელი სტატისტიკის მიღების შემდეგ, `ვერსიამ~ კახეთში შიდსის მაჩვენებლის ზრდის მიზეზების გარკვევა დაიწყო, რადგან თუ რადიო `ჰერეთში~ გაკეთებულ ამ განცხადებას გავაანალიზებთ, გამოდის, რომ ერთი წლის განმავლობაში, ინფიცირებულთა რიცხვს 430%-ით მოუმატია და იგივე მატება უნდა იყოს არა მხოლოდ კახეთში, არამედ მთელს საქართველოში, რაც ეპიდემიური აფეთქების ზედა ზღვარს ნიშნავს და იმის მაუწყებელია, რომ, ამ მხრივ, ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი.
`ვერსია~ შიდისისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მთავარ სპეციალისტს, ექიმ მაია ცინცაძეს დაუკავშირდა:
_ შიდსის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის, 75 აივ ინფექცია/ შიდსით დაავადებული პაციენტია, აქედან 23 გარდაიცვალა. მიმდინარე წელს კი, იყო 68 შემთხვევა. მთელი 2008 წლის განმავლობაში, სულ, 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2009 წლის 6 აპრილისთვის კახეთის რეგიონში 7 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე, აივ ინფექცია/შიდსის ახალი შემთხვევები კი არის, მაგრამ ეს არის ამ ინფექციის გავრცელების საკმაოდ ნელი ტემპი. ამ მხრივ, კახეთის რეგიონში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
_ კახეთის რეგიონში აივ ინფექცია/შიდსი რა გზით არის გავრცელებული?
_ ძირითადად, ეს დაავადება გავრცელებულია ინფექციური ნარკოტიკების მოხმარებისა და ჰეტეროსექსუალური კონტაქტის მქონე პირებს შორის. კახეთის რეგიონში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია: თელავში, ახმეტასა და გურჯაანში.
_ რადიო `ჰერეთის~ ინფორმაციით, კახეთის რეგიონში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელებას არა ნარკოტიკების მომხმარებელთა მატებით, არამედ საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულობით ხსნიან, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?
_ არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რაც იწვევს საერთოდ ქვეყანაში და, კონკრეტულად, ამ რეგიონში დაავადების ახალი შემთხვევების გაზრდას. ეს შეიძლება იყოს მოსახლეობის ცოდნის დაბალი დონე ამ დაავადების შესახებ. ასევე, ნარკოტიკების ინექციური მოხმარება ფართოდ არის გავრცელებული მთელ საქართველოში და მათ შორის, კახეთშიც. ასევე ხშირია დაუცველი სქესობრივი კონტაქტები, რაც დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს.
_ კახეთის რეგიონში აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა შორის, რამდენია ნარკოტიკების მომხმარებელი?
_ 52 დაავადებული, ინექციური მომხმარებელი იყო.
_ ამ დროისთვის, ქვეყანაში რამდენი აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებულია?
_ 1951 შემთხვევაა. აქედან, 1800 შემთხვევაში შიდსი განვითარდა. მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით 1

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: