რა ჯდება საქართველოში მშობიარობა და რატომგააუქმა სახელმწიფომ სამშობიარო პოლისები

21 Jan

ძველთაგან გაგვიგონია: ,,ერთი შვილი _არაშვილი; ორი შვილი _ ვითომ შვილი; სამიშვილი _ მართლა შვილი; ოთხი შვილი _ გმირი დედა.’‘

ეს ხალხური გამოთქმა იმაზე მეტყველებს,რომ ქართველი ერი გამრავლებაზე ოდითგანვეზრუნავდა. კარგად იცოდა, რომ ერის სიძლიერემის სიმრავლეშია.წლების წინ საქართველოში შობადობამმკვეთრად იკლო, ჩვენი გენოფონდი ლამის განადგურებისპირას იდგა. სოციალური სიდუხ-ჭირის გამო, მეორე და მესამე შვილის გაჩენაზეოჯახების უმრავლესობა უარს ამბობდა. როგორცჩანს, საქმე იმდენად ცუდად გვქონდა, რომსაპატრიარქო ჩაერია. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესისილია მეორის ინიციატივით, ოჯახში დაბადებულიმესამე და შემდგომი შვილების ნათლიათავად უწმინდესი იქნებოდა. ამ მოწოდების შემდეგსაქართველოში შობადობამ მკვეთრად იმატა,თუმცა, როგორც ჩანს, ერის გამრავლებასვერც ეს შველის. უწმინდესმა რამდენიმე კვირისწინ, კიდევ ერთი ინიციატივა დააყენა, კერძოდოჯახში დაბადებული მეოთხე და შემდგომ ბავშვსსაქართველოს საპატრიარქოს ტახტის მცველისსტატუსი ექნება.ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ პატრიარქისნათლულობა და, მეტადრე, ამ საპატიო ტიტულისტარება შვილისთვის ბევრ დედას სურს,თუმცა იმისთვის, რომ საქართველოში შობადობამმოიმატოს, თუ ამაში სახელმწიფოც არ ჩაერია,მარტო საპატრიარქო ვერაფერს გახდება.,,ვერსია’‘ დაინტერესდა არსებობს თუ არაუფასო სამშობიარო და რა ჯდება ჩვენს ქვეყანაშიმშობიარობა. ამის გარკვევას დედაქალაქ-ში არსებულ თითქმის ყველა სამშობიარო სახლშიშევეცადეთ.,,ღუდუშაურის საავადმყოფოს’‘ მიმღებიგანყოფილების ექთანის, თინა არველაძისგანმარტებით, ,,ფიზიოლოგიური მშობიარობა 575ლარი ღირს, საკეისრო კვეთა _ 997 ლარი; თუმცათუ მე-3 საკეისროა 200-ლარიან ფედერალურპროგრამაში ჯდება და თანაგადახდის პრინციპიმოქმედებს. უფასო განყოფილება ღუდუშაურშიკი არა, საქართველოში საერთოდ არ არის’‘.როგორც სამშობიარო სახლის ,,ჰერა’‘-ს მენეჯერმა,თათია გონჩაროვამ გვითხრა, ფიზიოლოგიურიმშობიარობა 850 ლარი ჯდება,საკეისრო კვეთის ფასი 1000 ლარია. თუ მშობიარობისასქალს მეან-გინეკოლოგის აყვანა სურს,ექიმის ჰონორარი 300 ლარია. უფასო განყოფილება,,ჰერაში’‘ არ არის.#5 სამშობიაროში ფიზილოგიური მშობიარობა440-600 ლარამდე ღირს; საკეისრო კვეთის ფასი,ნარკოზის შემთხვევაში 950 ლარია; სპინალურიგაუტკივარებით _ 1000 ლარი. მშობიარობისასმეან-გინეკოლოგის აყვანა 150-250 ლარამდეღირს. უფასო განყოფილება არც #5 სამშობიაროშია.დავით გაგუას სამშობიაროში, მშობიარობისფასები იმაზეა დამოკიდებული, რა მომსახურეობასდა როგორ პალატას აირჩევს მელოგინე.კერძოდ, თუ 4-ადგილიან პალატას აირჩევს,ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასი 650 ლარია;სპინალური გაუტკივარების შემთხვევაში 150ლარი ემატება. საკეისრო კვეთა _ 995 ლარია. 2-ადგილიან პალატაში ფიზილოგიური მშობიარობისფასი 850 ლარია; საკეისრო კვეთა _ 1095ლარი. მშობიარობის დროს მეან-გინეკოლოგისაყვანის ფასი მშობიარობაში არ შედის. მშობიარემეს თანხა ცალკე უნდა გადაიხადოს. ფასი კი190-235-280 ლარია. ვისაც სურს, რომ დავითგაგუამ ამშობიაროს, მაშინ 280 ლარი დაუჯდება.უფასო განყოფილება არც გაგუას კლინიკაშია,გვითხრა ოფის-მენეჯერმა, ეკატერინე ბუხრაშვილმა.შარაშენიძის სამედიცინო ცენტრის, #1 სამ-შობიაროს გენერალური დირექტორის თამარალექსანდრიდის განმარტებით, ,,უფასო განყოფილებაარსად არ არის. ფიზიოლოგიური მშობიარობა585-785 ლარია. განსხვავება მხოლოდსერვისშია. სპინალური გაუტკივარების შემთხვევაშიმშობიარობის ღირებულებას 145 ლარიემატება. საკეისრო კვეთა 1125 ლარი ღირს. არაქვს მნიშვნელობა პაციენტი ნარკოზს აირჩევსთუ სპინალურ გაუტკივარებას. ექიმის აყვანა 100-300 ლარია.’‘იოკიმესა და ანას სახელობის საპატრიარქოსსამშობიაროში ფიზიოლოგიური მშობიარობისფასი 398 ლარია; სპინალური გაუტკივარების _150 ლარი ემატება. საკეისრო კვეთა 780 ლარია.პაციენტის ასარჩევია სპინალური გაუტკივარებისგაკეთება სურს, თუ ნარკოზი. კონკრეტულიექიმის აყვანა 200-300 ლარი ჯდება.სამკურნალო დარგში სამშობიარო სახლისდირექტორის, აკაკი ბაქრაძის განმარტებით,უფასო განყოფილება საპატრიარქოს სამშობიაროსარ აქვს. თუ მშობიარე დაზღვეულია, ან სიღატაკისპროგარამაშია და სამედიცინო პოლისიაქვს, მშობიარობის თანხას სადაზღვევო კომპანიაიხდის.,,ჩაჩავას კლინიკაში’‘ ფიზიოლოგიურიმშობიარობის ფასი 550 ლარიდან იწყება და კომფორტისხარისხის მიხედვით 2950 ლარს აღწევს.საკეისრო კვეთა 1150-3550 ლარამდე ჯდება. მშობიარემსპინალური გაუტკივარების შემთხვევაშიდამატებით 145 ლარი უნდა გადაიხადოს. ექიმისაყვანა 250-500 ლარამდე ჯდება. ,,ჩვენთან, მშობიარობისდროს, კონკრეტული მეან-გინეკოლოგიყველას აჰყავს, უფასო განყოფილება არ არისდა ყველა მომსახურეობა ფასიანია,’‘ _ განაცხადა,,ჩაჩავას კლინიკის’‘ გენერალური დირექტორისპირველმა მოადგილემ, პროფესორმა ნატა ყაზახაშვილმა.,,ჩაჩავას კლინიკას’‘ მაღალი ფასებით არც,,ჯანმრთელობის სახლი’‘ ჩამოუვარდება. ,,ფიზიოლოგიურიმშობიარობა 1550 ლარი ღირს; სპინალურიგაუტკივარების შემთხვევაში 150 ლარიემატება. საკეისრო კვეთა _ 1665 ლარი. ექიმისაყვანა მშობიარობის თანხაში შედის. უფასოგანყოფილება, არც ,,ჯანმრთელობის სახლშია’‘,_ ამბობს მენეჯერი ნინო ძნელაძე.#2 სამშობიაროში სამი განყოფილებაა. თუმშობიარეს პირველ სამეანე განყოფილებაშისურს მოხვედრა, ფიზიოლოგიური მშობიარობა435 ლარი დაუჯდება.მეორე განყოფილება პირველისგან იმით განსხვავდება,რომ პალატებს სველი წერტილი აქვს.ფიზიოლოგიური მშობიარობა 575 ლარი ღირს.,,ლუქს’‘ პალატაში მოხვედრა ფიზილოგიური მშობიარობისშემთხვევაში 1000 ლარი ჯდება. ხოლოპათოლოგიური მშობიარობა 540-680 და 1000ლარი.საკეისრო კვეთა პირველ განყოფილებაში _690 ლარი; კომერციულში _ 950 ლარი;,,ლუქს’‘ პალატაში _ 1300 ლარი. სპინალურიგაუტკივარების შემთხვევაში 50 ლარი ემატება.პირადი მეან-გინეკოლოგის აყვანა ფიზიოლოგიურიმშობიარობის დროს 200 ლარი ღირს;საკეისრო კვეთის შემთხვევაში _ 250 ლარი.უფასო სამშობიარო განყოფილება არც მე-4სამშობიაროს აქვს. ფიზიოლოგიური მშობიარობისფასი 450 ლარია; გაუტკივარების შემთხვევა-ში 618 ლარი; საკეისრო კვეთა კი 868 ლარი ჯდება.უფასო განყოფილება არ აქვს 31-ე ქარხნისსაავადმყოფოს სამშობიაროს. სარეგისტრაციოსამსახურის უფროსის, ირმა მარგველაშვილისგანმარტებით, ფიზიოლოგიური მშობიარობა 420ლარიდან იწყება. საკეისრო კვეთა _ 620 ლარიღირს. სპინალური გაუტკივარების შემთხვევაში130 ლარი ემატება. ექიმის აყვანა საშუალოდ 200ლარი ღირს.,,ვერსია’‘ დაინტერესდა, რატომ არ არის საქართველოსდედაქალაქში თუნდაც ერთი უფასოსამშობიარო განყოფილება იმათთვის მაინც,ვისაც ძალიან უჭირს და სიღატაკის პროგრამა-ში სოციალური აგენტის ახირების გამო ვერმოხვდა. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისშემდეგ, რატომ გააუქმა ხელისუფლებამ 250-ლარიანი სამშობიარო პოლისები.როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისკომიტეტის თავმჯდომარე, ოთართოიძე აცხადებს, უფულობის გამო რომ არ ემ-შობიაროს ვინმეს, ასეთი რამ არ მომხდარა: ,,გაგიგიათ,უფულობის გამო, ვინმეს ვერ ემშობიაროს?!ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედიდაზღვეულია და ისინი სამშობიარო თანხასარ იხდიან. ვინც დაზღვეული არ არის, სახელმწფოორსულობის პერიოდში ექიმთან 4 ვიზიტსაფინანსებს.რაც შეეხება სამშობიარო თანხას, ეს თავადმშობიარემ უნდა შეაგროვოს, ან იმ აზრამდეუნდა მივიდეს, რომ დაზღვევა აუცილებელია.ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უფასო მშობიარობაგავაუქმეთ ის იყო, რომ სამშობიარო სახლებიდა ექიმები ფულს პაციენტებსაც ახდევინებდნენდა სახელმწიფოსგანაც იღებდნენ. რეალურად,მშობიარობა მაშინ უფრო ძვირი ჯდებოდა’‘.

ნინო ხარშილაძე

წყარო: გაზეთი „ვერსია“

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: