1 ივლისიდან თბილისელები ყოველ 100 კილოვატ გახარჯულ ელექტროენერგიაზე დასუფთავების გადასახადს 5,90 ლარს გადაიხდიან

19 Jan

ისედაც გაძვირებული კომუნალური გა-დასახადების, მგზავრობის საფასურისა და საკვები პროდუქტების ფონზე, მერია თბილისელებს კიდევ ერთ ,,სიურპრიზს” უმზადებს
_ 1 ივლისიდან დასუფთავების გადასახადს მოსახლეობა სულადობის მიხედვით კი არ გადაიხდის, არამედ მისი დაანგარიშება დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით მოხდება. ეს ინიციატივა საკრებულოს ჯერ არ დაუმტკიცებია და სკანდალი საკრებულოს ოპოზიციურმა ფრთამ ატეხა. ,,ახალი მემარჯვე-ნეების” ლიდერი დავით საგანელიძე ,,ვერ-სიას” სწორედ იმაზე ესაუბრა, კონკრეტულად, რა სქემით გადაიხდის თბილისის მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს და რატომ შემოვიდა მერია ამ საკმაოდ ვერაგული და მოსახლეობისთ-ვის არაპოპულარული ინიციატივით.
_ 17 ივნისს, ქალაქის საკრებულოში, მერიიდან გიგი უგულავას ხელმოწერით გადაწყვეტილების პროექტი შემოვიდა, რომლის თანახმადაც, 1 ივ-ლისიდან დასუფთავების მოსაკრებელი უქმდება. დედაქალაქის დასუფთავებისა და ნარჩენების მარ-თვის მომსახურეობის ახალი ტარიფი დგინდება. აქამდე დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულზე 1,20 ლარი იყო, მოგვიანებით კი _ 2,40 ლარი გახდა. ახლა ეს მოსაკრებელიც უნდა გაუქმდეს და ახალი სატარიფო სისტემა შემოდის. ამ ტარიფის დაან-გარიშება იქნება, არა სულადობის მიხედვით, არამედ პირდაპირ მიბმული ელექტრომრიცხველზე. აბონენტად დარეგისტრირებული ოჯახი გახარჯული ელექტროენერგიის პროცენტულად გადაიხდის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის ღირებულებას. ეს იქნება 100 კილოვატზე 5 ლარი, პლიუს დამატებითი ღირებულების გადასახადი 18%. ანუ, გამოდის, რომ ყოველ 100 კილოვატზე თბილისელებმა 5,90 უნდა გადაიხადონ.
_ ეს ტარიფი უკვე დადგენილია?
_ არა, ჯერ ეს პროექტია და დადგენილება საკრებულომ უნდა მიიღოს. სხდომა თვის ბოლოს იქება და ახალი სატარიფო სისტემაც 1 ივლისს ძალაში შევა. პროექტის თანახმად, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისთვის დასუფთავების ტარიფის გაანგარიშების სხვაგვარი წესი იქნება. ისინი დასუფთავების გადასახადს იმის მიხედვით გადაიხდიან, რა ქონება და შემოსავალიც აქვთ; რამდენი პერსონალი ჰყავთ, რა ტერიტორიას ფლობენ, რამდენი აქვთ საქონელბრუნვა, მოგება და ასე შემდეგ, ანუ კონკრეტულად არ არის გათვლილი, რა თანხა უნდა გადაიხადონ, მაგრამ ეს კოლოსალური ოდენობის თანხებზე ავა.
_ დასუფთავების ტარიფის დაანგარიშების ახალი წესი რატომ შემოდის?
_ გადაწყვეტილების პროექტში ვკითხულობთ, ამის მიზეზი ის ყოფილა, რომ დედაქალაქში რეგ-ისტრირებული მოსახლეობის ოდენობა არ შეესაბ-ამება რეალურს, ქალაქიდან მიგრაციის პროცესი გახშირდა და ზოგიც უმისამართოდ დარჩა. ეს სწორედ იმასთანაა დაკავშირებული, რასაც ჩვენ ადგილობრივი არჩევნების დროს ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობას უამრავი მხარდამჭერი რაიონიდან გადმოჰყავდა და თბილისში წერდა. მაგალითად, ისნის რაიონში, სადაც ადგილობრივ არჩევნებზე ფიქრია ჩიხრაძე კენჭს იყრიდა, ტოლენჯის ქუჩა #12-ში ერთ პატარა, 50 კვმ ქოხმახში 468 კაცი იყო ჩაწერილი. მათი გადასახადი ვიღაცას ხომ უნდა გადაეხადა, ბუნებრივია, ამხელა თანხებს ბინის მეპატრონე ვერ გადაიხდიდა, ამიტომ ან ნაცმოძ-რაობას უნდა აეღო თავის თავზე ან ბინის პატრონს უნდა ამოეწერა ეს ხალხი. ამ ხალხის ამოწერა რომ დაიწყეს, ნაცმოძრაობა ძალიან დაფრთხა. ერთ წელიწადში არჩევნები მოდის და 300 000 კაცი, ისევ უკან ეყოლებათ ჩასაწერი, ამიტომ დედაქალაქიდან ამოწერის პროცესი როგორმე რომ შეაჩერონ, ამიტომაც სულადობრივ გადასახადს ხსნიან.
_ კი, მაგრამ წყლის გადასახადი ხომ მაინც მრიცხველზეა მიბმული და იმ კატეგორიის ადამიანები, ვისაც, დავუშვათ, არჩევნების გამო ჰყავთ ჩაწერილი, წყლის გადასახადი ხომ სულადობრივი მოუვათ?
_ ცოტა ხის წინ ,,ჯორჯია ვოთერ ენდ ფაუ-ერმა” მოსახლეობის წყლის გამრიცხველიანება დაიწყო. ასე რომ, წყალზე სულადობრივი გა-დასახადი მალე იქაც აღარ იქნება. ადრე თუ რეგისტრირდებოდა 600 000 ამომრჩეველი, ბოლო არჩვნების დროს, 900 000 ამომრჩეველი დარეგისტრირდა.
_ წყლის გამრიცხველიანება ხომ მარტო კერძო სახლებში კეთდება?
_ კორპუსებში მიწერა ნაკლებად იყო. ასეთი მიწერები, ძირითადად, კერძო სახლებში ხდებოდა. გამრიცხველიანებაც სწორედ კერძო სახლებში ხდება. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ის არის, რომ დედაქალაქიდან ე.წ. მიგრაცია შეაჩერონ და თბილისში თავიანთი ჩაწერილი ხალხი არ ამოწერონ და მეორეც _ კერძო სახლების გამ-რიცხველიანება უფრო მარტივია.
_ ანუ, ეს ყველაფერი არჩევნების გამო კეთდება?
_ პირველი მიზეზი ის არის, რომ თანხები აღარ ჰყოფნით და მეტი თანხის ამოღება სურთ მოსახლეობისგან, მეორე _ თავიანთი ჩაწერილი ხალხი აღარ ამოწერონ და მომავალ არჩევნებზე ხელმორედ აღარ დასჭირდეთ მათი ჩაწერა.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: