ყოველწლიურად საფრანგეთში საქართველოს 650 მოქალაქე დასაქმდება

19 Jan

ინტერვიუ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძესთან

საქართველოს ბევრი მოქალაქე დღემდე ოცნებობს უცხოეთში დასაქმებაზე. აქამდე, საკონსულოები თავს იკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებზე სამუშაო ვიზის გაცემისგან. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ამ ტიპის საკმაოდ ცოტა რაოდენობის ვიზა გაიცემოდა. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, სულ მალე, ჩვენს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების უფლება ექნებათ. საქართველო-საფრანგეთს შორის მოლაპარაკება უკვე დასრულებულია. უახლოეს მომავალში შესაბამის ხელშეკრულებასაც მოეწერება ხელი. უკვე განსაზღვრულია, რომელი პროფესიების ადამიანებს მიეცემათ საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების საშუალება. დეტალების დასაზუსტებლად ,,ვერსია” საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს ესაუბრა.

_ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. პირველი პრეცედენტია, როცა ჩვენს მოქალაქეე-ბს მივცემთ შესაძლებლობას, ოფიციალური ხელშეკრულებით, საქართველოს ფარგლებს გა-რეთ, ევროკავშირში, ლეგალურად დასაქმდნენ და შემდეგ უკან დაბრუნდნენ. საფრანგეთის მხარემ ,,პარტნიორობა მობილურობისთვის” ფარგლებში, შემოგვთავაზა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. რასაკვირველია, დავთანხმდით. ეს არის ხელშეკრულება ცირკულარული მიგრაციის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მიდის, მუშაობს და უკან ბრუნდება იმ ლეგალურ ვადებსა და ჩარჩოებში, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. საფრანგეთის მხარესთან მოლაპარაკება, ფაქტობრივად, დასრულებულია. საბოლოო პროდუქტის მიხედვით, დასაქმების მსურველები ორ კატეგორიადაა დაყოფილი: 150-კაციანი კვოტა _ ახალგაზრდა პროფესიო-ნალები, ანუ ის ადამიანები, რომელთაც სულ ახლახან დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებლები და სურთ, პროფესიული უნარ-ჩვევები შეიძინონ და 500-კაციანი კვოტა _ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს პირობებსა და ვადებს, როცა სამუშაოდ წასული ჩვენი მოქალაქეები უკან უნდა დაბრუნდნენ.
_ დასაქმების მსურველები, კონკრეტულად, ვის უნდა დაუკავშირდნენ?
_ მნიშვნელოვანია ის, რომ იუსტიციის სა-მინისტრო ვერავის დაასაქმებს. ჩვენ არ ვიღებთ დასაქმებაზე განაცხადებს და ადამიანებს სა-მუშაოდ არ ვუშვებთ. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მოიძიოს სამუშაო ადგილი საფრანგეთში, მიმართოს საფრანგეთის საკონსულოს საქართველოში სამუშაო ვიზის მისაღებად, აჩვენოს მოწვევა იმ კომპანიიდან, სადაც მან ვაკანსია მოიძია. შესაბამისად, საფრანგეთის საკონსულო მას ვიზას მისცემს. აქამდე კი, საფ-რანგეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებზე სამუშაო ვიზას არ გასცემდა. ეს ხელშეკრულება კი, მოქალაქეს ვიზის მიღების გარანტიას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ მან საფრანგეთში სამუშაო ადგილი იშოვა და მოწვევაც მიიღო.
_ კონკრეტულად, რა პროფესიების ადამიანებს შეეძლებათ საფრანგეთში ლეგალურად დასაქმება?
_ ეს პროფესიები ორ კატეგორიად უნდა დავყოთ. ერთია პროფესიები, რომელთაც უმაღ-ლესი განათლება სჭირდება: ბუღალტერი, ახალი ტექნოლოგიები და მსგავსი პროფესიები და მეორე კატეგორია _ პროფესიები, რომლებსაც არ სჭირდება უმაღლესი განათლება: დამლაგებელი, სასტუმროს ან მაღაზიის მომსახურე პერსონალი და ასე შემდეგ. უფრო კონკრეტულად, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ დასაქმდნენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სასტუმროები, რესტორნები, მეურნეობა, მექანიკა, ლითონდამუშავება, მშენებლობა, საზოგადოებრივი სამუშაოები, ინფორმატიკა, ვაჭრობა, გადამამუშავებელი მრეწველობა. დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს. მათზე ერთწლიანი ბინადრობის მოწმობა გაიცემა, მინიშნებით _ ,,დაქირავებული”. რაც შეეხება 150 ახალგაზრდა სპეციალისტს, მათზე 6-თვიანი ბინადრობის მოწმობა გაიცემა, ერთჯერადი განახლების უფლებით. _ ბრძანეთ, რომ პროექტი ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელ-დება. კონკრეტულად, რა დაინტერესება აქვს ფრანგულ მხარეს?
_ ეს ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება _ წავიდეს ჩვენი მოქალაქე, მიიღოს ცოდნა, გარკვეული უნარ-ჩვევები, დაბ-რუნდეს საქართველოში და აქ იმუშაოს. მაგალი-თად, გასულ წელთან შედარებით, წელს ბათუმში უკვე 100%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. არადა, ჯერ ტურისტული სეზონი არც დაწყებულა. გაორმაგებული ტურისტების პირობებში, რასაკვირველია, გვჭირდება გაორმაგებული მუშახელი. გვსურს, რომ ადამიანები წავიდნენ, შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები, დაბრუნდნენ და ეს ცოდნა ჩვენს ქვეყანას მოახმარონ. საქართველოს სახელმწიფო ინტერესია, რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი გვყავდეს. რაც შეეხება საფრანგეთს, მათაც აქვთ გარკვეული მიმართულებებით მუშახელის ნაკლებობის პრობლემა. მეტიც, საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებთან გააფორმა ,,რეადმი-სიის ხელშეკრულება” და უკვე ევროკავშირის ქვეყნები ცვლიან პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. კერძოდ, თუ აქამდე საქართველოს მოქალაქეებზე არ გასცემდნენ სამუშაო ვიზას, ახლა ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ლეგალური დასაქმების საშუალება ექნებათ.
_ საფრანგეთს რატომ აქვს მუშახელის ნაკლებობის პრობლემა, მათ იაფი მუშახელი სჭირდებათ, თუ რა ხდება?
_ არანაირად. პირიქით, ხელშეკრულების დადება ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები იმუშავებენ ზუსტად იგივე პირობებში, როგორშიც საფრანგეთის მოქალაქეები. იქაც არის გარკვეული პროფესიები, სადაც კადრების ნაკლებობაა. ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ დეტალსაც _ ხელშეკრულების ფარგლებში, საფრანგეთის მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში დასაქმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
_ საქართველოში რა პროფესიებით დავასაქმებთ საფრანგეთის მოქალაქეებს?
_ იგივე პროფესიებით. ანუ, ფაქტობრივად, გაცვლა ხდება. თუმცა, საფრანგეთში დასაქმების მსურველი მეტი იქნება. ჩვენ მათი პროფესიონალ-იზმი და კვალიფიკაცია გვჭირდება. მაგალითად, პროფესიონალი მზარეული. საფრანგეთი ცნობილია მზარეულებით, მათთან ეს პროფესია უმაღ-ლეს განათლებაზე მაღლა დგას. საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის გამო, გაცილებით მეტი, კარგი მზარეული გვჭირდება.
_ თუ სამუშაო ვიზით წასული საქართველოს მოქალაქე დაარღვევს ვიზას და საქართველოში არ დაბრუნდება, რა ელის მას?
_ ჯარიმა არ არის განსაზღვრული, მაგრამ საქართველოში მას იძულებით დააბრუნებენ.
_ საფრანგეთში ამჟამად ბევრი არალეგალი ქართველი ცხოვრობს. ამ პროექტში ჩართვის საშუალება მათაც ექნებათ?
_ მოლაპარაკების პროცესში ამაზე საუბარი გვქონდა. თავისთავად, ეს ხელშეკრულება არ გამორიცხავს ამ პროექტში მათ ჩართულობას. არის შესაძლებლობა, რომ პროექტი მათზეც გავრცელდეს. ეს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
_ მათ საფრანგეთშივე შეუძლიათ ლეგალურად მიიღონ სამუშაო ვიზა, თუ საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ, ვიზა აიღონ და ისევ წავიდ-ნენ?
_ ეს დასადგენია და შემდგომი პროცედურების საკითხია.
_ საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ძიძად ან მოხუცის მომვლელად მუშაობის უფლებაც ექნებათ, თუ მოწვევა მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებული ორგანიზაცი-იდან უნდა მიიღონ?
_ რასაკვირველია, მომსახურეობის სფეროში ძიძები და მომვლელებიც შედიან.
_ მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება სხვა ქვეყნებთანაც ხომ არ იგეგმება?
_ დიახ, გვსურს, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება ინტენსიური იყოს, ამიტომ გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან. გვინდა, დასაქმება კონკრეტულ მიმართულებებზე იყოს ორიენტირებული. მაგალითად, რომელიმე ქვეყანასთან სოფლის მეურნეობის ან ტურიზმის მიმართულებით. ეს მოლაპარაკების საგანი და დროის საკითხია.
_ კონკრეტულად, რომელ ქვეყნებთან გაქვთ მოლაპარაკება?
_ პოლონეთთან, სლოვაკეთთან… უფრო აღ-მოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. იმედი გვაქვს, რომ ბევრ ქვეყანასთან გვექნება მსგავსი მოლაპარა-კება. საფრანგეთთან დადებული ხელშეკრულება, მისი სწორი და კარგი იმპლემენტაცია, ჩვენთვის ყველაზე მთავარია. ეს უნდა იყოს მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. საერთოდ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიგრაციის კუთხით, ცოტა პრობლემურია მოლაპარაკე-ბები, რადგან არალეგალების დიდი ნაკადი მიაწყდა ევროკავშირის ქვეყნებს. იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: