უშვილო დედები უკეთესი შედეგის მიღებას ერთდროულად ინვიტროგანაყოფიერებასაც იკეთებენ და სუროგატი დედებიც აჰყავთ.

19 იან

ვის შეუძლია საქართველოში სუროგატი დედის მომსახურეობით ისარგებლოს?

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰომოსექსუალ წყვილებს საქართველოში სუროგატი დედის მომსახურეობით სარგებლობა შეუძლიათო, რაზეც საპირისპირო კომენტარი ,,დონაციისა და სუროგატული დედობის ცენტრის _ ჰუმან ჯორჯიას” დირექტორმა თამარ ხაჭაპურიძემ გააკეთა. ,,ვერსია” დაინტერესდა, რა შემთხვევაში შეუძლიათ უშვილო წყვილებს სუროგატი დედის მომსახურეობით ისარგებლონ, ვინ შეიძლება იყოს კვერცხუჯრედის დონორი და სუროგატი დედა, ამის გასარკვევად თამარ ხაჭაპურიძეს ვესაუბრეთ.

_ ჩვენ კვერცხუჯრედის დონორებთან უშვილო წყვილებთან და სუროგატ დედებთან ვმუშაობთ. ძირითადად, იმ უშვილო წყვილებთან, რომელსაც ესაჭიროება ისეთი დამხმარე რე-პროდუქციული ტექნოლოგიები, როგორიცაა დონაცია და სუროგატული დედობა.
_ როგორც ვიცით, 33 წლამდე უნდა იყოს კვერცხუჯრედის დონორი, ხოლო სუროგატი დედა 35 წლამდე. რატომ?
_ 33 წლის შემდეგ ქალის კვერცხუჯრედების ხარისხი ქვეითდება, რაც შეეხება სუროგატ დე-დას 35 წლის შემდეგ, სომატურმა დაავადებებმა შეიძლება იჩინოს თავი, ასევე ორსულობაც რთული იყოს და მშობიარობაც. ისედაც ხელოვნური განაყოფიერება და მედიკამენტები ათასობით ლართან არის დაკავშირებული.
_ რა ჯდება ინვიტრო განაყიფიერება?
_ ინვიტრო განაყოფიერების დროს მარტო მედიკამენტები 3000 ლარზე მეტი ჯდება. სამედიცინო მომსახურეობა 3000 ლარი ღირს. ზოგს სუროგატი დედის მომსახურეობაც სჭირდება, რაც 15 000-18 000 ლარი ღირს. მეტი გარანტია, რომ გვქონდეს, ამიტომ რეკომენდირებულია ახალგაზრდა ორგანიზმი იყოს. 9 თვის განმავ-ლობაში სუროგატ დედას მუშაობის უფლება არ აქვს. ნაყოფი ბოლომდე რომ მიიყვანოს, ვალდე-ბულია, სახლში იყოს და ორსულობას მოუაროს. წყვილი კი სარჩოს თანხას უხდის.
_ გარდა ასაკობრივი შეზღუდვის კვერ-ცხუჯრედის დონორსა და სუროგატ დედას რა მოთხოვნებს უყენებთ?
_ დონორსაც და სუროგატ დედასაც აუცილე-ბლად თავისი შვილი უნდა ჰყავდეს. აქ ფსიქოლოგი-ური მომენტია, რომ ჯერ შენი შვილი უნდა გყავდეს, რომ სხვისთვის კვერცხუჯრედი გაიღო. ვისაც ანემია აქვს, სისხლის გაღებას არ ურჩევენ ხოლმე. რაც შეეხება სუროგატ დედას, ფსიქოლოგიური მომენტიცაა და მშობიარობის დროს, რომ რაიმე გართულება მოხდეს და საშვილოსნო დაკარგოს, ეს ქალი ხომ თავისი შვილის გარეშეც დარჩება?!
_ ხომ შეიძლება სუროგატმა დედამ ნაყოფი ბოლომდე ვერ შეინარჩუნოს, ამ შემთხვევაში თანხა მაინც უნაზღაურდება?
_ კი, ის მიღებული თანხა დარჩება, რამდენი თვეც ატარა ნაყოფი.
_ ისეც ხდება ხოლმე, რომ ხელოვნური განაყოფიერების დროს ორსულობა ბოლომდე ვერ მიდის, რა არის ამის მიზეზი?
_ეს ჩვეულებრივი განაყოფიერების დროსაც ხდება, შესაძლოა, ქალს ჰორმონალური დისბალანსი ან საშვილოსნოს პათოლოგია ჰქონდეს. ზოგთანაც უნაყოფობის მიზეზი ვერ დგინდება. ინვიტრო განაყოფიერების დროს ზოგი ერთ-დროულად თავის საშვილოსნოსაც იყენებს და სუროგატი დედის მომსახურეობითაც სარგებლობს. ხელოვნური განაყოფირების დროს რომ მიიღებენ რამდენიმე ემბრიონს, ორი გაადაქვთ დედის საშვილოსნოში, ორი კი სუროგატი დედის საშვილოსნოში. აქ ფსიქოლოგიური მომენტიცაა, უშვილო ქალი შეიძლება ზუსტად იმიტომ დაორსულდეს, რომ მარტო თავის თავის იმედზე არ იქნება. ფსიქოლოგიური სტრესი ეხსენება და შედეგი უკეთესია. ვისაც საშუალება აქვს, ორი სუროგატი ერთდროულად აჰყავს ხოლმე. ეს იმიტომ, რომ ინვიტრო განაყოფიერების თანხა რაც წამლებზე და კლინიკის მომსახურეობაზე უნდა დაიხარჯოს, ამ შემთხვევაში არ ორმაგდება. ანუ, წყვილს ორმაგი ხარჯის გაწევა აღარ სჭირდება, შედეგის ალბათობა კი იზრდება. სხვათა შორის, უცხოელებსაც კი ერთდროულად ზოგჯერ ორი სუროგატი აჰყავთ. უცხოეთში სუროგაცია 50 000-მდე ღირს.
_ სუროგატი დედა რა შემთხვევაში აჰყავთ?
_ თუ საშვილოსნოს პრობლემა ან უცნობი გენეზისის უნაყოფობა, ან ჰორმონალური დარ-ღვევაა ან სომატური დაავადება. მაგალითად, ქალს შაქრიანი დიაბეტის ისეთი ფორმა აქვს, რომ მისთვის ორსულობა არ შეიძლება, ან თირკმე-ლის პათოლოგია აქვს. ამ დროს აქვს ხარისხიანი კვერცხუჯრედები და მას შეუძლია საკუთარი, გენეტიკური შვილი ჰყავდეს. კვერცხუჯრედის დონორი კი მას სჭირდება, ვისაც კვერცხუჯრედი არ აქვს ან საკვერცხეები ამპუტირებული აქვს. ამ შემთხვევაში დონორის კვერცხუჯრედს და მეუღლის სპერმას სინჯარაში ანაყოფიერებენ და გადააქვთ ამ ქალის საშვილოსნოში, ის თავად ხდება ე.წ. სუროგატი. დაბადებული ბავშვი მისი მეუღლის და კვერცხუჯრედის დონორის გენეტი-კური შვილი იქნება.
_ საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჰომოსექსუალ წყვილებს სუროგატი დედის მომსახ-ურეობით სარგებლობა შეუძლიათო, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
_ ეს სიმართლე არ არის. როგორც იუსტიციის სამინისტრომ განმიმარტა, სამოქალაქო კოდექ-სის თანახმად, წყვილში იგულისხმება ქალისა და მამაკაცის წყვილი, სუროგაცია საქართველოში ნებადართულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 143-ე მუხლით. იქ წერია, რომ სუროგა-ციის მეთოდით სარგებლობა შეუძლია წყვილს. წყვილი კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის წყვილი, ამრიგად სუროგატით ჰომოსექსუალური წყვილი ვერ ისარგებლებს. ასევე, არსებობს კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ (34-ე მუხლი), სადაც წერია, როგორ უნდა გაფორმდეს სუროგაციის მეთოდით გაჩენილი ბავშვი. იქაც წერია, რომ წყვილთან დადებული უნდა იყოს ხელშეკრულება. ჰომოსექსუალის შემთხვევაში, დედის გრაფა ვერ შეივსება, აქედან გამომდინარე, ეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონთან. მეტიც, მარტოხელა დედაც ვერ ისარგებლებს სუროგატით. ამის საშუ-ალებას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შეს-ახებ კანონი არ გვაძლევს ანუ კანონმდებლობით, მარტოხელა დედასაც არ აქვს უფლება, სუროგატი დედის მომსახურეობით ისარგებლოს.
_ ანუ, წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში უნდა იყოს?
_ ასეთი რამ კანონში არ სწერია.
_ რამდენიმე დღის წინ თქვენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართეთ თხოვნით, უშვილო წყვილებისა და ქართული გენოფონდის გადასარჩენად ხელოვნური განაყოფიერებას ლოცვაკურთხევა მისცეს. რატომ გააკეთეთ ეს?
_ ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ქართველი კაცი ოდითგანვე არის ძალიან მორწმუნე და მეორე მხრივ, სხვაზე მეტად აფასებს შვილს, ოჯახს და თავისი ფესვის გაგრძელებას, ამიტომ არჩევანის გაკეთება ორ, მისთვის ღირებულ რამეს შორის უწევს. არ შეიძლება საკითხი დაუყენო, ან შვილი ან ეკლესია. ის სასულიერო პირები, ვისაც კი, რამე საწინააღმდეგო უთქვამს ხელოვნური განაყოფი-ერების შესახებ, თავად მრავალშვილიანები არიან, ალბათ, სხვის ტკივილს ბოლომდე ვერ აღიქვამენ. უშვილობა ისეთი მტკივნეული პრობლემაა, არ შეიძლება ასე ადვილად სხვას ურჩიო, რომ თავი შეიკავო ამ სურვილისგან, მომავლისგან და რაც გაქვს იმით დაკმაყოფილდიო. სინჯარაში ჩასახული ბავშვიც ღვთისშვილია, თუ ღმერთს არ უნდა, არც ხელოვნური განაყოფიერება მოხდება.
ვინც ხელოვნურ განაყოფიერებას ეწინააღ-მდეგება, მოკრძალებულად ვურჩევდი, ამ ბავშ-ვებს თვალებში ჩახედონ და მერე თქვან, რომ ისინი არ უნდა დაბადებულიყვნენ. ხელოვნური განაყოფიერებით ხომ ოჯახი ბედნიერდება და სიცოცხლე გრძელდება. 11 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ და ვიცი, რაც არის უშვილო წყვილების ტკივილი. თუ უშვილო წყვილმა ჩაიტარა ხე-ლოვნური განაყოფიერება და გააჩინა ბავშვი, მაინტერესებს, ამით ვის რა უშავდება?! ვის რა დაუშავა ამ ბავშვის სიცოცხლემ?! არც სურო-გატი დედა ზარალდება სულიერად. მან იცის, რომ ეს სხვისი ემბრიონი გადმოუტანეს. მე მქონია შემთხვევა, რომ ხელშეკრულება დამიდია წყვილთან და იყოს დის სუროგატი. მას არც ფინანსური დაინტერესება ჰქონდა. ტყუპები გააჩინა. ეს ქალი ყველას ეუბნებოდა, რომ ჩემს დის შვილებს ვატარებო.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge

დატოვე კომენტარი