რა ეტაპები უნდა გავიაროთ მასწავლებლის სერტიფიკატის მოსაპოვებლად და იკრძალება თუ არა მაძიებლობის პერიოდში სხვა სამსახურში მუშაობა?

19 Jan

საქართველოში დასაქმებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი პედაგოგია, თუმცა უმეტესობა სასერტიფიკაციო გამოცდებს ვერ აბარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2014 წელს მუშაობის უფლება ავტომატურად ჩამოერთმევა. რა ეტაპები უნდა გაიაროს პროფესიით პედაგოგმა, რომ მუშაობის უფლება მოიპოვოს, ამის გასარკვევად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს გია მამულაშვილს დავუკავშირდით:

_ ბატონო გია, დაასრულა თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მენტორმასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი და რამდენი მენტორმასწავლებელი გვეყოლება 201112 სასწავლო წლისთვის?
_ მენტორმასწავლებელთა შერჩევა დასრულდა. 20112012 სასწავლო წელს საქართველოს სხვადასხვა სკოლაში 200მდე მენტორმასწავლებელი იქნება.
_ ბევრისთვის გაუგებარია, რა არის მაძიებლობა და იკრძალება თუ არა, პარალელურად, სხვა სამსახურში მუშაობა, მოგეხსენებათ, მაძიებლებს ჩატარებული საათები არ უნაზღაურდება…
_ მასწავლებლობის მაძიებელი არის პირი, რომელიც დროებით ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად; მაძიებლის სხვა სამსახურში მუშაობა არ იკრძალება, თუმცა თითოეულმა მაძიებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პროგრამა ძალიან დატვირთულია და სხვა სამსახურმა ხელი არ უნდა შეუშალოს.
_ რამდენ ხანს გრძელდება მაძიებლობის პერიოდი?
_ მაძიებლობის პერიოდი ერთი სასწავლო წელი გრძელდება.
_ თუ კი მაძიებლობის პერიოდის გავლის შემდეგ, იმავე წელს ვერ ჩააბარა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა, აქვს თუ არა უფლება, მომავალ წელს გამოცდაზე თავიდან გავიდეს, თუ ისევ მაძიებლად უნდა გაფორმდეს?
_ მაძიებელს, რომელმაც წარმატებით გაიარა მაძიებლობის პერიოდი, უფლება აქვს, ჩააბაროს სასერტიფიკაციო გამოცდა. გამოცდაზე წარუ მატებლობის შემთხვევაში, მას უფლება აქვს, კვლავ გაიაროს სასერტიფიკაციო გამოცდა.
_ მაძიებლობის ეტაპგავლილ, პროფესიით პედაგოგს, რამდენი წელი აქვს უფლება სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის?
_ მაძიებლობის პერიოდის წარმატების გავლის შემდეგ, მაძიებელს შეუძლია, როცა უნდა, მაშინ გავიდეს სასერტიფიკაციო გამოცდაზე.
_ რომელ რეგიონებშია შესაძლებელი მასწავლებლობის მსურველი მაძიებლად გაფორმდეს?
_ მაძიებლობის პროგრამა ხორციელდება: თბილისის, გორის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთისა და რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებში.
_ დღეს პროფესიით ბევრ პედაგოგს სურს სერტიფიცირების გავლა და სკოლაში მუშაობის დაწყება, იქნებ დეტალურად აგვიხსნათ, რა პროცედურები უნდა გაიაროს უმაღლეს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პიროვნებამ, რომ სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის ნებართვა მიიღოს?
_ 2014 წლის ბოლომდე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმ მოქმედ მასწავლებელს, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის, სულ მცირე, 1 წლის სტაჟი ან წარმატებით აქვს გავლილი მაძიებლობის პერიოდი, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 1 წლის სტაჟი, მიუხედავად იმისა, სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად რეგისტრაციის მომენტისთვის არის თუ არა ის მოქმედი მასწავლებელი.
_ იმ შემთხვევაში, თუ პროფესიით პედაგოგი ჩაერთვება განათლების სამისტროს პროექტში ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” და ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ასწავლის სომხურ ან აზერბაიჯანულ სკოლებში, იქნება თუ არა საკმარისი იმისათვის, რომ სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება მოიპოვოს?
_ რასაკვირველია, ის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლებას მოიპოვებს.
_ ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” პროექტში ჩართული პედაგოგები სად იცხოვრებენ, ექნებათ თუ არა მათ ერთი აკადემიური წლის განმავლობაში, არასამუშაო დღეებში რეგიონის დატოვების უფლება და იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ვადაზე ადრე დაარღვევენ ხელშეკრულებას, გავრცელდება თუ არა მათზე რამე სახის სანქციები და რა იქნება ეს?
_ მონაწილეები იცხოვრებენ ქვემო ქართლის, სამცხეჯავახეთისა და კახეთის ადგილობრივ ოჯახებში; აკადემიური წლის განმავლობაში, მათ შეუძლიათ დატოვონ რეგიონი არასამუშაო დღეებში, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ შვებულებით ზამთრის არდადეგების დროს; იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე ვადაზე ადრე შეწყვეტს ხელშეკრულებას, ამის შესახებ ერთი თვით ადრე უნდა აცნობის დამსაქმებელს. სამინისტრო იხსნის მისთვის მაგისტრატურის დაფინანსების ვალდებულებას (ხელშეკრულების ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ მაგისტრის ხარისხის არმქონე მონაწილეებზე, სხვების მიმართ არ ვრცელდება არანაირი სანქცია)
_ რამდენი წლით ეძლევა პედაგოგს სერტიფიკატი?
_ სერტიფიცირებულ პედაგოგს მასწავლებლის სერტიფიკატი 8 წლის ვადით გადაეცემა.

ნინო ხარშილაძე

წყარო :გაზეთი „ვერსია“

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: