რატომ იყიდება ,,ჯიპისი”სა და ,,სითი ფარმას” სააფთიაქო ქსელში სასკოლო სახელმძღვანელოები?

19 Jan

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე აღმოვაჩინეთ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები, სასკოლო ბაზრობებისა და წიგნის მაღაზიების გარდა, ,,ჯიპისი”ს და ,,სითი ფარმას” სააფთიაქო ქსელშიც იყიდება. ამ ინფორმაციას მომხმარებელს ,,ჯიპისი”ს ცხელი ხაზიც აწვდის. როგორც გავარკვიეთ, ,,სითი ფარმაც” კომპანია ,,ჯიპისი”ს კუთვნილებაა. ცოტა არ იყოს, გასაკვირია. რა უნდა წიგნებს აფთიაქში. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ წიგნების მაღაზიებშიც უნდა იყიდებოდეს მედიკამენტები, მშვენიერი მომგებიანი ბიზნესია. ცხადია, ,,ვერსია” დაინტერეს და, ვისი ინიციატივით შევიდა სააფთიაქო ქსელში სასკოლო სახელმძღვანელოები და რვეულები, ამის გასარკვევად ,,ჯიპისი”ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნინო დათიაშვილს დავუკავშირდით:
_ ,,ჯიპისი”ს და ,,სითი ფარმა”ს სააფთიაქო ქსელში სასკოლო სახელმძღვანელოების შეტანა ვისი ინიციატივა იყო?
_ ,,ინიციატივა ჩვენი იყო, იდეა განათლების სამინისტროს შევთავაზეთ, ამ წინადადებას პოზიტიურად შეხვდნენ. ვინაიდან, განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების გავრცელების კუთხით პრობლემები აქვს, ამიტომ დაგვთანხმდნენ ამ წინადადებაზე. ჩვენ 80 აფთიაქი გვაქვს და ,,ჯიპისი”ს აფთიაქები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია. ეს ყველაფერი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით მოხდა და სამინისტროს მიერ დადგენილი ფასების რეჟიმში სასკოლო სახელმძღვანელოების დისტრიბუციას ვახდენთ.
_ ბევრს უჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ იყიდება სახელმძღვანელოები აფთიაქში?
_ წიგნებს ეს არ ეხება. ზოგადად, მედიკამენტები დახლს მიღმა სპეციალურად გამოყოფილ ადგილასაა განლაგებულია. რაც შეხება იმ ადგილს, სადაც პირადი ჰიგიენის საშუალებები, ბავშვთა წვენები და საკვები, სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკაა განლაგებული, იქ სახელმძღვანელოების დისტრიბუციის პრობლემა არ არის.
_ ანუ გინდათ თქვათ, რომ სააფთიაქო კომპანია ,,ჯიპისი” აფართოებს ქსელს და წიგნების დისტრიბუციას იწყებს?
_ არა. სექტემბეროქტომბერში სასკოლო სახელმძღვანელოებს გავყიდით. ოქტომბრის ბოლოს კი, რასაკვირველია, აფთიაქებიდან წიგნები გამოვა. მომავალ წელსაც დავგეგმავთ, შემოვიტანთ ამ წიგნებს თუ არა.
_ გარდა სასკოლო სახელმძღვანელოებისა, ცალკე თაროზე სხვა წიგნებიცაა. თქვენ მეუბნებით, რომ ოქტომბრის ბოლოს წიგნებს აღარ გაყიდით?
_ კი, სულაკაურის გამომცემლობის წიგნები იყიდება. ეს საქართველოშია სიახლე, თორემ ევროპასა და ამერიკაში მიღებულია.
_ ხომ არსებობს კანონით განსაზღვრული სანიტარულჰიგიენური ნორმები, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება აფთიაქში ტანსაცმელი, საკვები და სხვა პროდუქცია გაიყიდოს, ანუ თქვენ მე მიმტკიცებთ, რომ წიგნებს ეს არ ეხება?
_ ეს ნორმა დაცულია, წიგნები და სასკოლო სახელმძღვანელოები მედიკამენტებისგან გამოყოფილ ადგილას დევს. ჩვეულებრივად, დარბაზში არ არის პრობლემა ის პროდუქტი იყიდებოდეს, რაც ეკოლოგიურად დაცულია.
_ მე რომ აფთიაქში შემოვიტანო საკვები პროდუქტი _ კიტრი, პომიდორი და ბადრიჯანი, გამიყიდით?
_ საკვებს გააჩნია, ბოსტნეულს ვერ გავყიდით, მაგრამ წყალსა და წვენებს გავყიდით”. ,,ვერსია” შეეცადა გაერკვია, რამდენად რეგულირდება კანონით სააფთიაქო ქსელში გასაყიდი პროდუქციის ნუსხა და არის თუ არა აკრძალული წიგნების აფთიაქში გაყიდვა. ამის გასარკვევად შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით. როგორც სოფო გვალიამ განმარტა, ,,ჯანდაცვის სამინისტრო სააფთიაქო ქსელებში სანიტარულ ნორმებს, მედიკამენტების ხარისხსა და შენახვის პირობების დაცვას არეგულირებს. რაც შეეხება იმას, რა უნდა იყიდებოდეს და რა არა, ეს კანონში ასე დეტალურად და მკაცრად გაწერილი არ არის”.

ნინო ხარშილაძე

წყარო გაზეტი ვერსია

http://versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/706-2011-09-12-13-48-49.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: