ლობირებს თუ არა თბილისის მერია კერძო ბაგაბაღებს?!

19 Jan

რა შემთხვევაში გამოთავისუფლდება ადგილები თბილისის ბაგაბაღებში და რის გამო გარიცხავენ ბავშვს ბაღიდან?

დედაქალაქის მერიამ ბაგაბაღების სქემაზე მუშაობა დაასრულა და სააგენტოც შექმნა, სადაც აქცენტი სოციალურად დაუცველ ბავშვებზე გაკეთდა. ბაღებში რეგისტრაციის პროცესი სწორედ ამ ბავშვებით დაიწყეს, 15 დღის მერე კი დანარჩენების. რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში აღმოჩნდა, რომ ბაგაბაღებში ადგილები აღარ იყო და ბევრი მშობელი ბავშვის ბაღში დარეგისტრირებას ვერ ახერხებს. თბილისის ბაგაბაღების სააგენტოში მშობლებს აიმედებენ, შესაძლოა, ადგილები გამოჩნდესო. ,,ვერსია”, პირველ რიგში, იმით დაინტერესდა, რამდენი ადგილია დარჩენილი თბილისის სააღმზრდელო დაწესებულებებში. ბაგაბაღების სააგენტოს საიტიდან გავარკვიეთ, რომ 43 000 ადგილიდან მხოლოდ 629 ადგილია ვაკანტური, აქედან ვაკესაბურთალოს რაონში _ 4; ძველი თბილისის ბაგაბაღებში _ 363 (აქედან 155 ადგილი შინდისის, წავკისის, ტაბახმელასა და კოჯრის ბაგაბაღებზე მოდის). დიდუბეჩუღურეთში _ 64; ისანისამგორის _ 154; გლდანინაძალადევის რაიონში _108. საინტერესოა, რა შანსი არსებობს, ბაგაბაღებში ადგილები გამოჩნდეს, რატომ გადაწყვიტა მერიამ აქცენტი სოციალურად დაუცველ აღსაზრდელებზე გაეკეთებინა და ეს ყველაფერი ხომ არ უკავშირდება კერძო ბაგაბაღების ბიზნესის ლობირებას, ამის გასარკვევად თბილისის მერიის სოციალური მომსახურეობის საქალაქო სამსახურის უფროსს მამუკა ქაცარავას დავუკავშირით.
_ ბატონო მამუკა, 43 000 ადგილიდან სოციალურად დაუცველებმა რამდენი ადგილი შეავსეს?
_ 13000… მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველთა რეგისტრაცია დასრულდა, თუ ეს კონტიგენტი, რომელთა ქულა 200 000 არ აღემატება, დამატებით კიდევ მოგვმართავს, მათ მაინც დავარეგისტრირებთ.
_ ბაგაბაღების უმეტესობაში მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის დარეგისტრირებას იმის გამო, რომ იქ ადგილები აღარ არის, თუმცა ეუბნებიან, ადგილები გამოთავისუფლდებაო, რის ხარჯზე შეიძლება ეს მოხდეს?
_ სამწუხაროდ, ასეთი რეალობა გვაქვს, ვინც აქამდე ვერ მოასწრო ბავშვის დარეგისტრირება, შესაძლოა, ის გარეთ დარჩეს. ამ რეალობით, ყოველწლიურად სოციალურად დაუცველი 5000 ბავში გარეთ რჩებოდა. ამჯერად კი, აქცენტი სოციალურად დაუცველ ბავშვებზე გავაკეთეთ. დღეისათვის კრიტრიუმად 200 000 ქულა გვაქვს, მომავალში კიდევ დაემატება რამდენიმე მოთხოვნა. შესაძლოა, ოჯახს 200 000 ქულაზე მეტი ჰქონდეს, მაგრამ მშობლები არ მუშაობდნენ და ძალიან მნიშვნელოვანი იყოს მისთვის ბავშვის ბაღში მიყვანა. მერწმუნეთ, ვერც ერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს 100%ით სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის ბაღში მიღებას, გარკვეული ნაწილი მაინც ბაღის გარეთ დარჩება. რაც შეეხება ადგილების გამოთავისუფლებას, ამის შანსი არსებობს. ზოგიერთ ბაგაბაღში არის შემთხვევები, როცა მშობელმა ერთი და იგივე ბავშვი 34 ჯერ დაარეგისტრირა. იმის გამო, რომ პროგრამას არ ჰქონდა ბლოკირების ფუნქცია, ერთი ბავშვი რამდენჯერმეა დარეგისტრირებული. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ბაღებში ამის ანალიზი, რეალური ციფრი დაიდება და, შესაბამისად, დამატებითი მიღებაც იქნება.
_ გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბავშვი გაირიცხება?
_ თავისთავად, როცა გარკვეული გადასახდი წესდება და იმას მშობელი ვერ გადაიხდის, ესეც ადგილების გამოთავისუფლებას გამოიწვევს.
_ ბაგაბაღებში გადასახადი 30დან80 ლარამდეა, რის მიხედვით დაწესდა დიფერენცირებული ფასი?
_ შესაძლოა, ბაღებს ჰქონდეთ დამატებითი აქტივობები, რომელიც ადრე ზესტანდარტულ სწავლებად იწოდებოდა და მშობლები ამაში გარკვეულ საფასურს იხდიდნენ. ახლა ბაღებს შეუძლიათ ეს სერვისები ჩადონ პროგრამაში და ამის მიხედვით დააწესონ გადასახადი.
_ ბევრია ისეთი ოჯახი, რომელიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ვერ მოხვდა, მაგრამ საკმაოდ მცირე შემოსავალი აქვს, ასეთი ოჯახის ბავშვები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ვერ ივლიან?
_ იმ ოჯახებმა, რომლებიც 30 ლარს ვერ გადაიხდიან, სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადი უნდა შეიტანონ და, მერწმუნეთ, ისინი ნამდვილად დარეგისტრირდებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში. ძალიან ბევრი იტყვის, ვერ ვიხდიო, ამიტომ ჩვენ ამის ინდიკატორად 200 000 ქულა ავიღეთ, რაც, ვფიქრობთ, ძალიან გონივრული პოლიტიკაა. ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე სახელმწიფოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ანალიზი, ყველა, დაახლოებით, მსგავსი პოლიტიკით მუშაობს. უცხოეთში სახელმწიფო ბაღები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვისაა. დანარჩენებისთვის კი სხვადასხვა სახის კერძო ბაღებია. ჩვენი გათვლები სოციოლოგების, პოლიტოლოგებისა და ფსიქოლოგების მიერაა შემუშავებული.
_ ანუ, გამოდის, ეს პოლიტიკა კერძო ბაგაბაღების განვითარებას ხელს უწყობს?
_ რასაკვირველია, კერძო ბაღების განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები კონკურენტუნარიან გარემოში უნდა მუშაობდნენ.
_ რა უჯდებოდა სახელმწიფოს ბაღში ერთი ბავშვის შენახვა?
_ 80 ლარამდე.
_ თქვენ ბრძანეთ, რომ ვინც ვერ მოხვდება სახელმწიფო ბაღში, ალტერნატივად კერძო ბაღი არსებობსო, სადაც საშუალო გადასახადი 150დან 500 ლარამდეა. კერძო ძიძის შემთხვევაში _ 400500 ლარი. თუ მშობელს ხელფასი 200300 ლარი აქვს, ამ თანხას როგორ გადაიხდის, გამოდის, ასეთ შემთხვევაში მშობელმა მუშაობას თავი უნდა დაანებოს და უმუშევართა არმიას შეუერთდეს?
_ ადრე სახელმწიფო ბაღებში გავლენიანი ადამიანების შვილები ხვდებოდნენ, სოციალურად დაუცველებისთვის კი ადგილები აღარ იყო. აქამდე ბაგაბაღებთან მიმართებაში თბილისს არასწორი მიდგომა ჰქონდა. რუსთავში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში სახელმწიფო ბაღები ფასიანი იყო. როდესაც მთლიანად ვერ უზრუნველყოფ დაფინანსებას, სოციალურად გამართლებული პოლიტიკა უნდა შეიმუშაო. სახელმწიფო მთლიანად ვერ უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის დაწესებულებების დაფინანსებას, ამიტომაც უპირატესობა სოციალურად დაუცველებზე კეთდება.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: