,თუ ხორცი სისხლისგან სრულად არ დაიცალა და არ გაიარა დამუშავების ეტაპები, ადამიანის ნერვულ სისტემასა და ტვინზე ძალიან ცუდად მოქმედებს”!

19 Jan

რატომ იწვევს ნატახტარისა და თელეთის სასაკლაოებზე დაკლული საქონლის ხორცი გონებრივ ჩამორჩენილობას ?

გავრცელებული ინფორმაციით, ნატახტრისა და თელეთის სასაკლაოებზე საქონელს ჯერ დენით კლავენ და შემდეგ ამზადებენ სარეალიზაციოდ. იმასაც ამბობენ, რომ ამგვარად დაკლული ხორცი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, რადგან საქონელი სისხლისგან არ იწრიტება, შედედებული სისხლი კი გონებრივ ჩამორჩენილობასა და სხვა დაავადებებს იწვევსო. სხვათა შორის, ამის დასტურად ებრაელებისა და მუსლიმთა ტრადიცია მოჰყავთ მაგალითად, რომლებიც ხორცს ისე არ მიირთმევენ, თუ სისხლისგან სრულად არ დაიწრიტა. ,,ვერსია”, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციით დაინტერესდა და შეეცადა გაერკვია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ხმები, შეუძლია თუ არა ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას დენით დაკლული საქონლის ხორცის მიღებამ და ამის გასარკვევად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კვებისა და ასაკობრივი მიმართულების პროფესორს ბელა ყურაშვილი ესაუბრა. ,,17 ლარი ხორცში ძალიან ძვირია. მოზარდმა ყოველდღე 50 გრამი ხორცი მაინც უნდა მიიღოს. ის შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც ცილებში გადადის, ცილა კი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი და ორგანიზმის საშენი მასალაა. ის დეენემის შემცველობაში, ჰორმონების შემადგენლობასა და სისხლში შედის. სისხლში არსებული ანტისხეულებიც ცილებისგან შედგება. ცილების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. იქ, სადაც არის სიცოცხლე, არის ცილა.
_ თუკი ვერ მიიღო მოზარდმა ყოველდღიურად ხორცი, ის ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევს, ანუ დღეს მოზარდებში მომატებული ჰორმონების დარღვევის პრობლემა ამის ბრალი ხომ არ არის?
_ კი, რასაკვირველია, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.
_ როცა ხორცში რჩება სისხლი, მას რა ზიანის მოტანა შეუძლია ჯანმრთელობისათვის?
_ ახალდაკლულ ხორცში არის ტუტე რეაქცია, მერე არის ამფოტერული რეაქცია და მერე უკვე მჟავერეაქციაში გადადის. გამრავლებას იწყებენ რძემჟავა ბაქტერიები. დაკვლის შემდეგ, ზოგადად, ხორცმა მომწიფების პერიოდი უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სარეალიზაციოდ წავიდეს.
_ რატომ?
_ საქონელი გრძნობს, რომ უნდა დაკლან, ამიტომაც დაკვლის დროს ემოციური ჰორმონები გამოეყოფა, რომელიც სისხლში გადადის. თუ ხორცი სისხლისგან სრულად არ დაიცალა და არ გაიარა დამუშავების ეტაპები, ის ადამიანის ნერვულ სისტემასა და ტვინზე ძალიან ცუდად მოქმედებს.
_ თუკი ხდება საქონლის დენით მოკვლა და მერე ყელის გამოჭრა, ხდება თუ არა მთლიანად დაცლა სისხლისგან?
_ თუკი ჯერ კლავენ და მერე ხდება ყელის გამოჭრა, რასაკვირველია, ნაკლები სისხლი გა-მოუვა. ხორცში შედედებული სისხლი დარჩება. შესაძლოა, ამას სპეციალურად აკეთებენ იმიტომ, რომ ხორცს მეტი წონა ჰქონდეს. თუკი ქსოვილებში სისხლი დარჩება, ხორცს მეტი წონა ექნება. საქონელი მკვდარი კი არ უნდა იყოს, არამედ ჯერ უნდა დაიკლას და მერე დამუშავდეს.
_ რატომ იწვევს ტვინის დაზიანებას იმ ხორცის მიღება, რომელიც დაკვლისას სწორი ტექნოლოგიით არ არის დამუშავებული და მასში სისხლი სრულად არ არის დაწრეტილი?
_ იქ არის ჰორმონები, რომელიც სისხლთან ერთად უნდა გამოვიდეს. სტატისტიკურად გამოკვლეულია, რომ ის ბავშვები, რომლებიც ხორცკომბინატებთან ახლოს ცხოვრობენ, უმეტესი ნაწილი გონებრივად ჩამორჩენილია. ეგ კი არადა, ის მუშები, რომელიც ხორცკომბინატებში მუშაობენ, დროთა განმავლობაში გონებრივი პრობლემები, მათაც ემართებათ.
_ რატომ?
_ ისინი ახალდაკლული საქონლის ხორცსა და შიგნეულს მიირთმევენ, რომელიც სისხლისგან სრულად არ არის დაწრეტილი და ეს კი მათ გონებას უნგრევს.
_ დაკვლიდან რა პერიოდი სჭირდება ხორცის დამუშავებას, რომ ის საკვებად ვარგისი იყოს?
_ ხორცის მომწიფებას და გაციებას ზაფხულში 2-3 საათი სჭირდება, ზამთარში კი _ 5-6. სწორედ ამ დროის გასვლის შემდეგ უნდა წავიდეს სარეალიზაციოდ. ის ჩამოკიდებული უნდა იყოს მაცივარში 2-6 გრადუსამდე ტემპერატურაზე”. რა პირობებში ხდება საქონლის დაკვლა ნატახტარისა და თელეთის სპეციალურ სასაკლაოებზე და რამდენ ხანში ხდება მისი რეალიზაცია, ამის გასარკვევად ,,ვერსია” ,,იბერვის ჯორჯიას” დირექტორის მოადგილეს კახა მაზანიშვილს დავუკავშირდა.
_ ბატონო კახა, როგორც გავიგეთ, თქვენთან საქონელს დენით კლავთ და მერე ხდება მისი დაკვლადამუშავება?
_ არა, საქონელი პნევმატიური ჩაქუჩით ითიშება, მერე ხდება ყელის გამოჭრა და დამუშავება.
_ პნევმატური ჩაქუჩი რა არის?
_ ის გარკვეულ დარტყმას აყენებს საქონელს და დროებით თიშავს. თუ საქონელი 10 წუთში არ დაიკლა, გონზე მოდის და ისევ ცოცხალია.
_ დაკვლიდან რამდენ ხანში ხდება ხორცის რეალიზაცია?
_ 1-2 საათში, გააჩნია, რამდენ ხანში მოხდება მისი დამუშავება. ,,ვერსია” აქვე აზუსტებს, რომ პნევმატური ჩაქუჩი არის დენის ხელსაწყო და მას სანგრევად იყენებენ, შესაბამისად, რისთვის გვიმეტებს ჩვენს ,,ჯანმრთელობაზე მზრუნველი” ხელისუფლება, თავად განსაჯეთ!

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: