,,გუდვილში” ვადაგასული პროდუქტი იყიდება?

19 Jan

,,ვერსიამ” ჰიპერმარკეტში, ერთ-ერთ პროდუქტზე მიკრული დაღეჭილი საღეჭი რეზინი აღმოაჩინ

,,გუდვილი” საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი სამაგალითო ჰიპერმარკეტია. ყოველთვის, როცა ვინმე გარევაჭრობისა და დაბინძურებული ბაზრის თემას წამოწევს, ქვეყნის სათავეში მდგომნი, ,,გუდვილს” ახსენებენ და აცხადებენ, რომ აქ სისუფთავეა და ყველაფრის ყიდვა ცივილური ფორმით შეიძლება. დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებს კი დიდი ხანია, მიზნად აქვთ დასახული, თბილისი დაბინძურებული ბაზრებისგან გაათავისუფლონ. უდავოდ, კარგი იდეაა. არავის მოწოდება და ჰობი არაა უსუფთაო ბაზარში სიარული, მაგრამ სუპერმარკეტებსაც აქვს მინუსი _ ფასები იმდენად მაღალია, რომ ერთი კილო პროდუქტის ფასად, ბაზარში, ამავე სახეობის 2 ან 3 კილო პროდუქტს იყიდი. სავაჭრო ცენტრ ,,გუდვილში” ყველაზე მეტი ხალხმრავლობა შაბათ-კვირასაა, ამიტომ ,,გუდვილის” მონახულება ე.წ. უქმე დღეს გადავწყვიტეთ. პირველი, რაც შესვლისას თვალში მომხვდა, ეზოში დაყენებული ათობით მანქანაა. ძვირადღირებული უცხოური მანქანების სიმრავლე აქ გასაკვირი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი დღე იყო, ეზოში არსებულ 2 ავტოსადგომზე, ერთი მანქანის დასაყენებელ ადგილსაც კი ვერ იპოვიდით. ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ,,გუდვილში” საკმაოდ შეძლებული ხალხი დადის. აქ უცხოელებიც უხვად შეგხვდებათ. შესაბამისად, ფასებიც საკმაოდ სოლიდურია. დახლებზე კი, ისეთი ბრენდების პროდუქტებიც შეგხვდებათ, რომლებსაც სხვაგან ვერ წააწყდებით. პირველად ხორცისა და რძის პროდუქტების დახლმაცივართან მივედი. პროდუქტის ვარგისიანობის ვადებს და ქართულ ეტიკეტს ვამოწმებ. უმრავლესობას ქართული ეტიკეტი ქარხნულ შეფუთვაზე არ აქვს. ზოგს ქართული ეტიკეტი აქვს გადაკრული, მაგრამ წარწერა, უმეტეს შემთხვევაში, იმდენად წვრილი შრიფტით და უხარისხოდაა შესრულებული, არ იკითხება. ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ ირღვევა უცხოელი მომხმარებლის უფლებები, მაგრამ რა ქნან საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც უცხო ენები არ იციან? გამოდის, სამშობლოში, ადამიანს იმის საშუალებაც აღარ აქვს, შეძენამდე სასურველი პროდუქტის შემადგენლობას გაეცნოს. ფრინველის შეფუთულ ხორცს ვაკვირდები. კონსულტანტი მითითებს, რომ ვადა შეფუთვაზე აწერია. წარწერას ვკითხულობ _ 2009 წლის მე-5 თვე. კონსულტანტი მაიმედებს, რომ ამ ქათამს ვადა 1 წელი აქვს. ასეც რომ იყოს, მაინც ვადაგასული გამოდის. ფრინველის ხორცს კარგად ვაკვირდები. რამდენიმეწუთიანი ძიების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ პროდუქტის შენახვის ვადა 2 წელია. ცოტა დაუჯერებელია, ხორცი 2 წელი ინახებოდეს. მეორე პრობლემა, რასაც ,,ვერსია” ,,გუდვილში” წააწყდა, პროდუქტებზე შენახვის საქართველოში მიწერილი ვადებია. დაუჯერებელია, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, შვეიცარულ და სხვა ქვეყნების პროდუქციას, შეფუთვაზე შენახვის ვადა არ ჰქონდეს დატანებული. შესაბამისად, მომხმარებელს, შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ ან ფალსიფიცირებულ პროდუქტთან გვაქვს საქმე, ან ვადაგასულთან. მიუხედავად იმისა, რომ ,,გუდვილში”, სხვა სუპერმარკეტებთან შედარებით, ვადების საკითხი, ვიზუალურად მოგვარებულია, მაინც წავაწყდით ისეთ პროდუქტებს, რომლებსაც შენახვის ვადა საერთოდ არ ეწერა. მაგალითად _ გერმანული პროდუქციის ნაწილს, მარციპანს და სხვა ტკბილეულს. ,,გუდვილში” ყველაზე თვალშისაცემი, კონსულტანტების ნაკლებობა (ზოგ სექციასთან მათ ვერც კი იპოვით) ან არაკომპეტენტურობაა _ კითხვას თუ დაუსვამ, გაკვირვებით გიყურებენ და ცდილობენ, შენთან ერთად გაარკვიონ ეს საკითხი. მომხმარებლები ამის გამო პრეტენზიებსაც ხშირად გამოთქვამენ, რადგან მაგალითად, პროდუქტის ვარგისიანობის ვადების დადგენას ან შემადგენლობის გარკვევას კლიენტები ერთმანეთის დახმარებით ცდილობენ. სხვათა შორის, ,,ვერსია” ესოდენ პოპულარულ ჰიპერმარკეტში არასასიამოვნო ,,სიურპრიზსაც” წააწყდა _ როცა პროდუქტის ვარგისიანობას და ქართული ეტიკეტის არსებობას ვამოწმებდით, ერთ-ერთი ტკბილეულის შეფუთვაზე, უკანა მხარეს, უკვე გაშავებული, დაღეჭილი საღეჭი რეზინი ვნახეთ მიკრული. ხორცის დახლთანაც შევყოვნდით. 1 კგ საკატლეტე ხორცი 14 ლარამდე ღირს. ფარში კი _ 11,80 ლარი. კონსულტანტმა მითხრა, რომ გატარებული ხორცი ახალია და გაყინული არ ერევაო. ჰიპერმარკეტ ,,გუდვილში” არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ,,ვერსია” გუდვილის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს, ლევან ჩიტეიშვილს ესაუბრა. _ ბატონო ლევან, ,,გუდვილში” პროდუქციის ნაწილს ქარხნული ვადა არ აქვს. მას შენახვის ვადა ადგილობრივად აქვს დარტყმული, რატომ? _ ამის მიზეზი ორი რამ შეიძლება იყოს. პირველი, ასეთი რამ ხდება მაშინ, როდესაც დიდ, მაგალითად 50-100-კილოგრამიან შეფუთვას ვშლით და პროდუქტი სათითაოდ გადმოგვაქვს. შესაბამისად, ვადა დიდ ყუთზე რჩება და ამიტომ იძულებულები ვართ, ეს ინფორმაცია თითოეულ პროდუქტზე ჩვენ დავიტანოთ. მეორე შემთხვევაში, ქარხნულ შეფუთვაზე მითითებულია ე.წ. კოდირებული ვადები, ანუ არის შემთხვევები, როცა პროდუქტზე ვადები რიცხვებით კი არა, ასოებითაა გამოსახული. ამ დროს კოდის გაშიფრვა და გაშიფრული ვადის შეფუთვაზე დატანაა საჭირო. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, ვადის ციფრებით მითითება არც არის სავალდებულო. _ რატომ ხდება კოდირებული ვადების მითითება და კონკრეტულად რომელ ქვეყნებში აქვს პროდუქტებს ამგვარი ვადები? _ რატომ ხდება, არ ვიცი. ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებულ პროდუქტს, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ კოდირებული ვადები. _ ,,გუდვილში”, პროდუქციის ნაწილს შემადგენლობა ქართულად არ აწერია. რომელსაც აქვს ქართული ეტიკეტი, უმეტესად ისეთი წვრილი შრიფტითაა წარწერა შესრულებული, რომ არ იკითხება. ამ პრობლემაზე რაღას იტყვით? _ ეს მწარმოებლისა და დისტრიბუტორი კომპანიის საქმეა. ისინი არიან ვალდებულნი, უზრუნველყონ ქართულენოვანი წარწერების არსებობა. თუმცა, ქართულ კანონმდებლობაში არაფერი წერია შრიფტის სიდიდეზე. ვერ დაგიდასტურებთ ფაქტს, არის თუ არა ყველა პროდუქტზე წარწერა. მიმაჩნია, რომ ყველაზეა. მეტიც, ჩვენ საქართველოს მთავრობას მივაწოდეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, ჩვენი სავაჭრო ქსელის დარბაზებში განთავსდება ,,საინფორმაციო კიოსკები”, სადაც მომხმარებელი შესძლებს პროდუქტის სპეციალურ აპარატზე გატარების შემდეგ, მასზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს, თანაც დიდი ფორმატით _ დიდ ეკრანზე. _ მთავრობამ ეს ინიციატივა თუ მოგიწონათ, პროდუქტზე ქართული ეტიკეტი აღარ იქნება დატანებული? _ ამ შემთხვევაში, ქართული წვრილშრიფტიანი ეტიკეტის დატანება სავალდებულო არ იქნება. _ კონსულტანტები რატომ არ არიან შესაბამისად გადამზადებული? _ მთელს მსოფლიოში, არც ერთ ჰიპერმარკეტში კონსულტანტების ინსტიტუტი არ არსებობს. ჩვენ, მომხმარებლის უკეთ მომსახურების გამო შემოვიღეთ ეს თანამდებობა. თუ კონსულტანტის მხრიდან რაიმე დარღვევას აქვს ადგილი, ეს გამოწვეული იქნება ასორტიმენტის მრავალფეროვნებით და არავითარ შემთხვევაში, კონსულტანტის უყურადღებობით ან გაუნათლებლობით. _ ,,გუდვილში” იყიდება გატარებული ხორცი, რომელიც 11,80 ლარი ღირს. არადა, 1 კგ საკატლეტე ხორცის ფასი 14 ლარამდეა. გამოდის, ფარშში ე.წ. შემოტანილ, იაფასიან, გაყინულ ხორცს ურევთ? _ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მხოლოდ ფასწარმოების პოლიტიკასთან. კომპანია ,,გუდვილს” გაყინული ხორცი რეალიზაციაში არასოდეს ჰქონია. გაყინულ ხორცს, მხოლოდ და მხოლოდ, ძეხვის წარმოებაში ვიყენებთ. საერთოდ, ქართულ ბაზარზე, სხვა პროდუქტების მსგავსად, ხორციც გაძვირდა. ხორცი, სარეალიზაციო ფასთან შედარებით, ისედაც ყოველთვის ძვირი იყო, რაც არ გვაძლევდა დიდი ფასნამატის დარიცხვის საშუალებას, ამიტომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენმა კომპანიამ ხორცის გაყიდვებისას, დოტაციაც კი გამოყო, რათა მისაღებ ფასად გაგვეყიდა. ეს ჩვენთვის მომგებიანი არ იყო, მაგრამ ჰიპერმარკეტის კონცეფცია გვავალდებულებს, რეალიზაციაში ხორცი აუცილებლად გვქონდეს. _ ,,გუდვილში” პროდუქტების ფასები შედარებით ძვირია, რატომ? _ ბაზარში და მცირე მარკეტებში არ იხარჯება იმდენი ფული, რამდენსაც ჩვენ ვხარჯავთ კონსულტანტისთვის, მომსახურე პერსონალისთვის, სამაცივრე დანადგარისთვის, ტრანსპორტისთვის… მოკლედ, აქ უამრავი სხვა ხარჯია. _ სხვათა შორის, გუდვილში გერმანული წარმოების მარციპანს ვარგისიანობის ვადა არ ჰქონდა მითითებული. ეს კანონდარღვევა არაა? _ ზოგჯერ, პროდუქტს ვარგისიანობის ვადა დაბეჭდილი აქვს ე.წ. ვერცხლისფერ ქაღალდზე და შესაძლებელია, ხელის გადასმით წარწერა გადაიშალოს. მით უმეტეს, თუ რაღაც გარკვეული დროა გასული ამ პ,,ვერსიამ” ჰიპერმარკეტში, ერთ-ერთ პროდუქტზე მიკრული დაღეჭილი საღეჭი რეზინი აღმოაჩინა ,,გუდვილი” საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი სამაგალითო ჰიპერმარკეტია. ყოველთვის, როცა ვინმე გარევაჭრობისა და დაბინძურებული ბაზრის თემას წამოწევს, ქვეყნის სათავეში მდგომნი, ,,გუდვილს” ახსენებენ და აცხადებენ, რომ აქ სისუფთავეა და ყველაფრის ყიდვა ცივილური ფორმით შეიძლება. დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებს კი დიდი ხანია, მიზნად აქვთ დასახული, თბილისი დაბინძურებული ბაზრებისგან გაათავისუფლონ. უდავოდ, კარგი იდეაა. არავის მოწოდება და ჰობი არაა უსუფთაო ბაზარში სიარული, მაგრამ სუპერმარკეტებსაც აქვს მინუსი _ ფასები იმდენად მაღალია, რომ ერთი კილო პროდუქტის ფასად, ბაზარში, ამავე სახეობის 2 ან 3 კილო პროდუქტს იყიდი. სავაჭრო ცენტრ ,,გუდვილში” ყველაზე მეტი ხალხმრავლობა შაბათ-კვირასაა, ამიტომ ,,გუდვილის” მონახულება ე.წ. უქმე დღეს გადავწყვიტეთ. პირველი, რაც შესვლისას თვალში მომხვდა, ეზოში დაყენებული ათობით მანქანაა. ძვირადღირებული უცხოური მანქანების სიმრავლე აქ გასაკვირი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი დღე იყო, ეზოში არსებულ 2 ავტოსადგომზე, ერთი მანქანის დასაყენებელ ადგილსაც კი ვერ იპოვიდით. ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ,,გუდვილში” საკმაოდ შეძლებული ხალხი დადის. აქ უცხოელებიც უხვად შეგხვდებათ. შესაბამისად, ფასებიც საკმაოდ სოლიდურია. დახლებზე კი, ისეთი ბრენდების პროდუქტებიც შეგხვდებათ, რომლებსაც სხვაგან ვერ წააწყდებით. პირველად ხორცისა და რძის პროდუქტების დახლმაცივართან მივედი. პროდუქტის ვარგისიანობის ვადებს და ქართულ ეტიკეტს ვამოწმებ. უმრავლესობას ქართული ეტიკეტი ქარხნულ შეფუთვაზე არ აქვს. ზოგს ქართული ეტიკეტი აქვს გადაკრული, მაგრამ წარწერა, უმეტეს შემთხვევაში, იმდენად წვრილი შრიფტით და უხარისხოდაა შესრულებული, არ იკითხება. ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ ირღვევა უცხოელი მომხმარებლის უფლებები, მაგრამ რა ქნან საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც უცხო ენები არ იციან? გამოდის, სამშობლოში, ადამიანს იმის საშუალებაც აღარ აქვს, შეძენამდე სასურველი პროდუქტის შემადგენლობას გაეცნოს. ფრინველის შეფუთულ ხორცს ვაკვირდები. კონსულტანტი მითითებს, რომ ვადა შეფუთვაზე აწერია. წარწერას ვკითხულობ _ 2009 წლის მე-5 თვე. კონსულტანტი მაიმედებს, რომ ამ ქათამს ვადა 1 წელი აქვს. ასეც რომ იყოს, მაინც ვადაგასული გამოდის. ფრინველის ხორცს კარგად ვაკვირდები. რამდენიმეწუთიანი ძიების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ პროდუქტის შენახვის ვადა 2 წელია. ცოტა დაუჯერებელია, ხორცი 2 წელი ინახებოდეს. მეორე პრობლემა, რასაც ,,ვერსია” ,,გუდვილში” წააწყდა, პროდუქტებზე შენახვის საქართველოში მიწერილი ვადებია. დაუჯერებელია, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, შვეიცარულ და სხვა ქვეყნების პროდუქციას, შეფუთვაზე შენახვის ვადა არ ჰქონდეს დატანებული. შესაბამისად, მომხმარებელს, შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ ან ფალსიფიცირებულ პროდუქტთან გვაქვს საქმე, ან ვადაგასულთან. მიუხედავად იმისა, რომ ,,გუდვილში”, სხვა სუპერმარკეტებთან შედარებით, ვადების საკითხი, ვიზუალურად მოგვარებულია, მაინც წავაწყდით ისეთ პროდუქტებს, რომლებსაც შენახვის ვადა საერთოდ არ ეწერა. მაგალითად _ გერმანული პროდუქციის ნაწილს, მარციპანს და სხვა ტკბილეულს. ,,გუდვილში” ყველაზე თვალშისაცემი, კონსულტანტების ნაკლებობა (ზოგ სექციასთან მათ ვერც კი იპოვით) ან არაკომპეტენტურობაა _ კითხვას თუ დაუსვამ, გაკვირვებით გიყურებენ და ცდილობენ, შენთან ერთად გაარკვიონ ეს საკითხი. მომხმარებლები ამის გამო პრეტენზიებსაც ხშირად გამოთქვამენ, რადგან მაგალითად, პროდუქტის ვარგისიანობის ვადების დადგენას ან შემადგენლობის გარკვევას კლიენტები ერთმანეთის დახმარებით ცდილობენ. სხვათა შორის, ,,ვერსია” ესოდენ პოპულარულ ჰიპერმარკეტში არასასიამოვნო ,,სიურპრიზსაც” წააწყდა _ როცა პროდუქტის ვარგისიანობას და ქართული ეტიკეტის არსებობას ვამოწმებდით, ერთ-ერთი ტკბილეულის შეფუთვაზე, უკანა მხარეს, უკვე გაშავებული, დაღეჭილი საღეჭი რეზინი ვნახეთ მიკრული. ხორცის დახლთანაც შევყოვნდით. 1 კგ საკატლეტე ხორცი 14 ლარამდე ღირს. ფარში კი _ 11,80 ლარი. კონსულტანტმა მითხრა, რომ გატარებული ხორცი ახალია და გაყინული არ ერევაო. ჰიპერმარკეტ ,,გუდვილში” არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ,,ვერსია” გუდვილის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს, ლევან ჩიტეიშვილს ესაუბრა. _ ბატონო ლევან, ,,გუდვილში” პროდუქციის ნაწილს ქარხნული ვადა არ აქვს. მას შენახვის ვადა ადგილობრივად აქვს დარტყმული, რატომ? _ ამის მიზეზი ორი რამ შეიძლება იყოს. პირველი, ასეთი რამ ხდება მაშინ, როდესაც დიდ, მაგალითად 50-100-კილოგრამიან შეფუთვას ვშლით და პროდუქტი სათითაოდ გადმოგვაქვს. შესაბამისად, ვადა დიდ ყუთზე რჩება და ამიტომ იძულებულები ვართ, ეს ინფორმაცია თითოეულ პროდუქტზე ჩვენ დავიტანოთ. მეორე შემთხვევაში, ქარხნულ შეფუთვაზე მითითებულია ე.წ. კოდირებული ვადები, ანუ არის შემთხვევები, როცა პროდუქტზე ვადები რიცხვებით კი არა, ასოებითაა გამოსახული. ამ დროს კოდის გაშიფრვა და გაშიფრული ვადის შეფუთვაზე დატანაა საჭირო. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, ვადის ციფრებით მითითება არც არის სავალდებულო. _ რატომ ხდება კოდირებული ვადების მითითება და კონკრეტულად რომელ ქვეყნებში აქვს პროდუქტებს ამგვარი ვადები? _ რატომ ხდება, არ ვიცი. ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებულ პროდუქტს, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ კოდირებული ვადები. _ ,,გუდვილში”, პროდუქციის ნაწილს შემადგენლობა ქართულად არ აწერია. რომელსაც აქვს ქართული ეტიკეტი, უმეტესად ისეთი წვრილი შრიფტითაა წარწერა შესრულებული, რომ არ იკითხება. ამ პრობლემაზე რაღას იტყვით? _ ეს მწარმოებლისა და დისტრიბუტორი კომპანიის საქმეა. ისინი არიან ვალდებულნი, უზრუნველყონ ქართულენოვანი წარწერების არსებობა. თუმცა, ქართულ კანონმდებლობაში არაფერი წერია შრიფტის სიდიდეზე. ვერ დაგიდასტურებთ ფაქტს, არის თუ არა ყველა პროდუქტზე წარწერა. მიმაჩნია, რომ ყველაზეა. მეტიც, ჩვენ საქართველოს მთავრობას მივაწოდეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, ჩვენი სავაჭრო ქსელის დარბაზებში განთავსდება ,,საინფორმაციო კიოსკები”, სადაც მომხმარებელი შესძლებს პროდუქტის სპეციალურ აპარატზე გატარების შემდეგ, მასზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს, თანაც დიდი ფორმატით _ დიდ ეკრანზე. _ მთავრობამ ეს ინიციატივა თუ მოგიწონათ, პროდუქტზე ქართული ეტიკეტი აღარ იქნება დატანებული? _ ამ შემთხვევაში, ქართული წვრილშრიფტიანი ეტიკეტის დატანება სავალდებულო არ იქნება. _ კონსულტანტები რატომ არ არიან შესაბამისად გადამზადებული? _ მთელს მსოფლიოში, არც ერთ ჰიპერმარკეტში კონსულტანტების ინსტიტუტი არ არსებობს. ჩვენ, მომხმარებლის უკეთ მომსახურების გამო შემოვიღეთ ეს თანამდებობა. თუ კონსულტანტის მხრიდან რაიმე დარღვევას აქვს ადგილი, ეს გამოწვეული იქნება ასორტიმენტის მრავალფეროვნებით და არავითარ შემთხვევაში, კონსულტანტის უყურადღებობით ან გაუნათლებლობით. _ ,,გუდვილში” იყიდება გატარებული ხორცი, რომელიც 11,80 ლარი ღირს. არადა, 1 კგ საკატლეტე ხორცის ფასი 14 ლარამდეა. გამოდის, ფარშში ე.წ. შემოტანილ, იაფასიან, გაყინულ ხორცს ურევთ? _ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მხოლოდ ფასწარმოების პოლიტიკასთან. კომპანია ,,გუდვილს” გაყინული ხორცი რეალიზაციაში არასოდეს ჰქონია. გაყინულ ხორცს, მხოლოდ და მხოლოდ, ძეხვის წარმოებაში ვიყენებთ. საერთოდ, ქართულ ბაზარზე, სხვა პროდუქტების მსგავსად, ხორციც გაძვირდა. ხორცი, სარეალიზაციო ფასთან შედარებით, ისედაც ყოველთვის ძვირი იყო, რაც არ გვაძლევდა დიდი ფასნამატის დარიცხვის საშუალებას, ამიტომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენმა კომპანიამ ხორცის გაყიდვებისას, დოტაციაც კი გამოყო, რათა მისაღებ ფასად გაგვეყიდა. ეს ჩვენთვის მომგებიანი არ იყო, მაგრამ ჰიპერმარკეტის კონცეფცია გვავალდებულებს, რეალიზაციაში ხორცი აუცილებლად გვქონდეს. _ ,,გუდვილში” პროდუქტების ფასები შედარებით ძვირია, რატომ? _ ბაზარში და მცირე მარკეტებში არ იხარჯება იმდენი ფული, რამდენსაც ჩვენ ვხარჯავთ კონსულტანტისთვის, მომსახურე პერსონალისთვის, სამაცივრე დანადგარისთვის, ტრანსპორტისთვის… მოკლედ, აქ უამრავი სხვა ხარჯია. _ სხვათა შორის, გუდვილში გერმანული წარმოების მარციპანს ვარგისიანობის ვადა არ ჰქონდა მითითებული. ეს კანონდარღვევა არაა? _ ზოგჯერ, პროდუქტს ვარგისიანობის ვადა დაბეჭდილი აქვს ე.წ. ვერცხლისფერ ქაღალდზე და შესაძლებელია, ხელის გადასმით წარწერა გადაიშალოს. მით უმეტეს, თუ რაღაც გარკვეული დროა გასული ამ პროდუქტის წარმოებიდან. _ ,,გუდვილში” თავისუფალ გაყიდვაშია სპორტსმენებისთვის პროტეინები. ეს რამდენად მიზანშეწონილია, ხომ შეიძლება, არასრულწლოვანმა შეიძინოს და დალიოს? _ ეს პროდუქტი მართლაც, თავისუფალ გაყიდვაშია, რადგან ამაზე არანაირი საკანონმდებლო შეზღუდვა არ არსებობს. არასრულწლოვანი კი, ჩვენი შიდაგანაწესის მიხედვით, ჰიპერმარკეტში დამოუკიდებლად ვერ შემოვა და ვერაფერს იყიდის. თუ შემოვა, სალარო აპარატთან ფეისკონტროლი ხომ უნდა გაიაროს. _ ,,ვერსიამ” ,,გუდვილში” ერთ-ერთი ტკბილეულის შეფუთვაზე უკვე დაღეჭილი საღეჭი რეზინი აღმოაჩინა, ამაზე რაღას იტყვით? _ მაგას ვერ დაგიდასტურებთ. მე არ მინახავს. იმ მოცულობის ჰიპერმარკეტში, როგორიც ,,გუდვილია”, სადაც მომხმარებლის დიდი ნაკადია, მსგავსი ფაქტი მხოლოდ უკულტურო მომხმარებლის მხრიდან შეიძლება მოხდეს. ნინო ხარშილაძე როდუქტის წარმოებიდან. _ ,,გუდვილში” თავისუფალ გაყიდვაშია სპორტსმენებისთვის პროტეინები. ეს რამდენად მიზანშეწონილია, ხომ შეიძლება, არასრულწლოვანმა შეიძინოს და დალიოს? _ ეს პროდუქტი მართლაც, თავისუფალ გაყიდვაშია, რადგან ამაზე არანაირი საკანონმდებლო შეზღუდვა არ არსებობს. არასრულწლოვანი კი, ჩვენი შიდაგანაწესის მიხედვით, ჰიპერმარკეტში დამოუკიდებლად ვერ შემოვა და ვერაფერს იყიდის. თუ შემოვა, სალარო აპარატთან ფეისკონტროლი ხომ უნდა გაიაროს. _ ,,ვერსიამ” ,,გუდვილში” ერთ-ერთი ტკბილეულის შეფუთვაზე უკვე დაღეჭილი საღეჭი რეზინი აღმოაჩინა, ამაზე რაღას იტყვით? _ მაგას ვერ დაგიდასტურებთ. მე არ მინახავს. იმ მოცულობის ჰიპერმარკეტში, როგორიც ,,გუდვილია”, სადაც მომხმარებლის დიდი ნაკადია, მსგავსი ფაქტი მხოლოდ უკულტურო მომხმარებლის მხრიდან შეიძლება მოხდეს.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: