საქართველოში ვადაგასული ,,ტამიფლუ” და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები იყიდება?!

18 Jan

რის საფუძველზე გაუგრძელა ვარგისიანობის ვადა ჯანდაცვის სამინისტრომ ,,ტამიფლუსა” და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას და რამდენად ეფექტურია ასეთი პრეპარატების მიღება?

ტრადიციულად, გრიპის სეზონი საქართველოში გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე გრძელდება. პიკად იანვართებერვალი ითვლება. გასული წლებისგან განსხვავებით, პანიკის საფუძველი ამ სეზონზე ნადვილად არ არის, მაგრამ დედაქალაქში ხმები ვრცელდება, რომ იანვარში გრიპის ისეთი ეპიდემია იქნება, თუ ვაქცინაცია არ გაიკეთეთ, ნახევარი საქართველო ჩაწვებაო. ცხადია, ,,ვერსია” დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება გავრცელებული პროგნოზი სიმართლეს, ეს ხომ არ უკავშირდება ფარმაცევტული კომპანიების კომერციულ ინტერესებს, რათა მათ უკვე ერთხელ ვადაგაგრძელებული გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ტამიფლუ და რელენზა) და ვაქცინები ამოყიდონ. ამის გასარკვევად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მაია ბუწაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც განაცხადა: ,,ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს. სავარაუდოდ, 2012 წელს, გასულ წლებთან შედარებით, ძალიან მცირე შემთხვევები იქნება, რადგან H1N1 გასულ წლებში მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს და აღარ შეხვდება, ნაწილი ვაქცინირებულია და, შესაბამისად, ამ შტამს, ის მასშტაბი აღარ ექნება. ანუ 2012 წელს უჩვეულო ეპიდემია მოსალოდნელი არ არის”. როგორც ,,ვერსიამ” გაარკვია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, ვადაგასულ ტამიფლუსა და რელენზას, ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ვადა 2 წლით გაუგრძელა. ცხადია, დავინტერესდით, მოხდა თუ არა ვადაგასული სერიების ამოღებაგანადგურება და ხომ არ გაგრძელდა ვადა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასაც, ამის გასარკვევად სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის სპეციალისტს ზაზა ჩაფიჩაძეს დავუკავშირდით: _ ვადაგასულ ტამიფლუს მთელ მსოფლიოში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ევროპისა და აშშს მარეგულირებელი ორგანიზაცის მიერ ვარგისიანობის ვადა გაეზარდა, შესაბამისად, საქართველოშიც იგივე მოხდა. ასე რომ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რაიმე სერიების ამოღებაგანადგურება არ მომხდარა. ახლა საქათველოში ის სერიებია გაყიდვაში და სახელმწიფო მარაგში, რომელსაც ვადა გაუვიდა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით ვადა გავუგრძელეთ _ 5წლიანი ვადა ჰქონდა და კიდევ 2 წელი დავამატეთ.
_ კი, მაგრამ ,,ვერსიის” ინფორმაციით, ამ მედიკამენტებს ვადა 2 წლის წინ გაუგრძელდა, გამოდის, მეორედ მოხდა ვადის გაგრძელება?
_ არა, 2 წლის წინ რომ გავუგრძელეთ ვარგისიანობის ვადა, ეს დღეს კი არ მთავრდება, რამდენიმე თვე ისევ ვარგისიანია. ეს პრობლემები მთელ მსოფლიოში მართლაც იყო, თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა დამატებითი კლინიკური კვლევები ჩაატარა მწარმოებელმა კომპანია ,,როშემ”, ჩვენ წამყვანი მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებას ვენდობით.
_ თბილისში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იანვარში გრიპის ეპიდემია იქნება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ამას არ ადასტურებს, გამოდის, კონკრეტული მედიკამენტებისა და ვაქცინების გასაღებითაა ვიღაც დაინტერესებული?
_თქვენი კითხვა და ეჭვი საფუძვლიანია, მე როგორც ფარმაკოლოგი, გიპასუხებთ, რომ რაიმე განსაკუთრებულ პიკს წელს არ ველოდებით.
_ გასულ წელს გრიპის ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა. ვაქცინა, რომელიც დარჩა, განადგურდა თუ მასაც გაუგრძელდა ვარგისიანობის ვადა?
_ შარშანდელი ვაქცინა, შესაძლოა, წელსაც იყოს გამოყენებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადდა, რომ წელსაც ის შტამია მოსალოდნელი და, შესაბამისად, ის ვაქცინები, რომელიც გასულ წელს იყო, წელსაც შეიძლება მისი გამოყენება.
_ გასაგებია, რომ გრიპის შტამი წელსაც იგივე იქნება, მაგრამ თუ ვაქცინას მოქმედების ვადა მხოლოდ ერთი წელი აქვს, მაშინ მის გაკეთებას რა აზრი აქვს?
_ ისევ და ისევ, მართალი ბრძანდებით. გრიპის საწინააღმდეგო ვადაგაგრძელებული ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმში რაიმე ქიმიური პროცესი კი არ მოხდება, რომელიც ჯანმრთელობისათვის საზიანო და საშიში იქნება, არამედ ელემენტარულად, თვითონ ვაქცინა გახდება არაეფექტური, იმ შტამების საწინააღმდეგოდ, რომლისთვისაც ეს ვაქცინა დამზადდა. კომიტეტის სხდომა ჩატარდა, სადაც დადგინდა, რომ ეს ვაქცინები ერთი წელი ეფექტური იქნება. ფარმაცევტული კომპანიებისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას კანონის ძალა აქვს.
_ ანუ თქვენ მიდასტურებთ, რომ საქა რთველოში, ამ დროისთვის არ მომხდარა განადგურება ტამიფლურელრენზასი და არც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის?
_ დიახ. წამლის სააგენტოს, ჩვენი ინსპექციის მიერ ასეთი რამ არ მომხდარა”. ,,ვერსია” დაინტერესდა, რა პროცედურების დაცვით უნდა მომხდარიყო ამ პრეპარატებზე ვადის გაგრძელება, რამდენად ეფექტურია ვადაგაგრძელებული ვაქცინის გაკეთება და რამდენად აქვს უფლება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ფარმაცევტულ საქმიანობაში ჩაერიოს, ამის გასარკვევად ფარმაკოექსპერტს თინათინ ტურძილაძეს დავუკავშირდით: _ როგორც წესი, გრიპის სეზონი აქტიური იანვართებერვალშია. თუმცა წელს განსაკუთრებული არაფერია მოსალოდნელი. პანიკას, რომელიც ატეხილია, არაკეთილშობილური მიზნები აქვს. ვადაგასული პრეპარატების გამოყენება, რეზისტენტობას ხელს უწყობს. საქართველოში უახლოეს წარსულში დიდი რაოდენობით იყო ვადაგასული ,,ტამიფლუ”, რომელსაც სახელმწიფო მარეგულირებელმა ორგანომ ვადა გაუგრძელა, რაც არ უნდა მომხდარიყო.U დიდია საშიშროება იმისა, რომ ვადაგასული ტამიფლუ გაიყიდოს, რადგან საქართველოში მისი მასშტაბურად გამოყენება არ მომხდარა.
_ ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ტამიფლუსა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით გაუგრძელეს ვადა.
_ ეს დაუშვებელია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც გლობალური საკითხების კოორდინირებას აკეთებს. მას არანაირი უფლება არა აქვს, გასცეს რეკომენდაცია ვარგისიანობის ვადის გაგრძელებაზე, თუ ამის ლაბორატორიული ტესტირება ჩატარებული არ არის. ამ მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია საქართველოში უნდა ჩამოსულიყო, წაეღო თავისი სერია უკან და გადაემოწმებინა, შეიძლებოდა თუ არა მისი ვადის გაგრძელება, ანდა ადგილზე ლაბორატორიულად უნდა გადამოწმებულიყო. ეს ძალიან რთული პროცედურაა და არ შეიძლება კაბინეტში, ადმინისტრაციული ბრძანებით გადაწყდეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ზეპირად რა იცის, ეს წამალი, აქ რა პირობებში ინახება. შესაძლოა, წამალმა თავის მოქმედების ვადაშიც ვერ გასძლოს, თუ სათანადო პირობებში არ არის შენახული.
_ ვაქცინის ვადის გაგრძელება რამდენად ეფექტურია?
_ კომენტარის დონეზეც კი გამოვრიცხავ, რომ ეს ასე მოხდა. სახელმწიფო, თუ ამ პრაქტიკის დამკვიდრებას აპირებს, რომ რამდენი წამალს ვადა გაუვა, იმდენი გაუგრძელოს, ეს დაუშვებელია. არასოდეს არ უნდა გამოიყენო ვადაგასული ვაქცინა, ერთმა კი არა, ათმა სახელმწიფომაც რომ გითხრას და ვისი დასკვნაც არ უნდა ახლდეს. ვაქცინის ვარგისიანობის ვადის გაგრძელება და მისი გამოყენება დაუშვებელია. მე პირადად, ჩემს შვილს ასეთ ვაქცინას არ გავუკეთებდი. კანონით, ვადაგასული მედიკამენტების ამოღებაგანადგურება უნდა მოხდეს სახელმწიფო ზედამხედველობით, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში.

ნინო ხარშილაძე

http://versia.ge/index.php/component/content/article/16/1167.html 

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: