დიდუბის მოსახლეობა ,,ელიავას ბაზრობის” ქალაქგარეთ გადატანას ითხოვს!

26 Dec

თბილისში, აგლაძის #34ში მცხოვრებმა მოსახლეობამ ,,ელიავას ბაზრობის” წინ აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მდებარე სამშენებლო მასალების ბაზრობის ქალაქგარეთ გადატანას მოითხოვენ.

ლია ჯანელიძე: ,,უკვე წლებია, მტვერი, ნაგავი და ხმაური გვაწუხებს. ყოველ წუთს სამშენებლო მასალა მოაქვთ. ისეთი ხმაურია, ღამე დაძინება შეუძლებელია. ზაფხულში დღეში 23 ჯერ მაინც ვწმენდთ ფანჯრებს. 15 წელზე მეტია, ამ გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მოვითხოვთ, ეს ბაზრობა, აქედან ქალაქგარეთ გადაიტანონ. ყველა უწყებას მივმართეთ; აქციებიც მოვაწყვეთ, მაგრამ _ უშედეგოდ. პირიქით, 23 წელია, ბაზრობა უკვე კორპუსებამდე მოიტანეს. მერიასაც მივმართეთ, მაგრამ პასუხად უფრო მეტი მაღაზია მოგვიშენეს”. ეკატერინე ჯგუშია: ,,ამ ბაზრობის ქალაქგარეთ გადატანას მოვითხოვთ. უკვე ყველას ჯანმრთელობა შეგვერყა. ბავშვები დაავადებული არიან ბრონქიტით, ბრონქიალური ასთმითა და ალერგიით. ფაქტობრივად, რკინის მტვერს, ცემენტსა და გაჯს ვსუნთქავთ. ორგანიზმი ამდენ მავნე ნივთიერებას ვეღარ უძლებს. აქციებიც ჩავატარეთ, მერიასაც მივმართეთ. გარემოს დაცვის სააგენტოს დასკვნებიც გვაქვს, სადაც წერია, რომ მტვრის კონცენტრაცია ნორმაზე მაღალია, მაგრამ არც მერიამ და არც გამგეობამ არავითარი რეაგირება არ მოახდინა. უკვე 10 წელზე მეტია, უშედეგოდ ვიბრძვით”. ზაქრო მეზურნიშვილი: ,,კეთილი ინებოს მერიამ და ეს ბაზრობა ქალაქგარეთ გადაიტანოს. ბავშვებს ალერგიული დაავადებები დაეწყოთ. ისეთი მტვერი და ნაგავია, ეზოში სათამაშოდ ვერ ვუშვებთ, მტვრის ნისლი დგას. მეტადრე მაშინ, ქარი რომ დაუბერავს. გარემოს დაცვის სამინისტროდან იყვნენ მოსული, გაზომეს და გვითხრეს, რომ მტვრიანობა ნორმაზე მეტია, მაგრამ რეაგირება არ მოახდინეს. გარდა მტვრისა, ხმაურიც გვაწუხებს. ღამე დაძინება არ შეიძლება”. გიორგი ბუხაიძე: ,,გვსურს, ეს ქუჩა მოწესრიგდეს და ბაზრობა სხვაგან გადაიტანონ. არჩევნებამდე იყო მოსული დეპუტატი, გვითხრა, ხმა მომეცით და ყველაფერს გავაკეთებო, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. ნიკოლოზ მჟავანაძე: ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტი: ,,მოსახლეობის მოთხოვნაა, აღნიშნული ბაზრობა ქალაქგარეთ გადაიტანონ. ამაზე დიდი ხანია საუბრობენ. გარემოს დაცვის სამინისტროდან და დედაქალაქის მერიიდან იყო დაპირებაა, მაგრამ არ შესრულდა. ჩვენ გავაგზავნეთ წერილები შესაბამის უწყებებში. ვინაიდან, ირღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 67ე; 82ე და 64ე მუხლები. გვაქვს გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ხმაური და მტვერი აღემატება დასაშვებ ნორმას. შესაბამისად, ვითხოვთ, ქალაქის ხელმძღვანელობამ აღნიშნული ბაზრობა ქალაქგარეთ გადაიტანოს. ხალხს აქ ცხოვრება აღარ შეუძლია, ეს არის ნაგვის ბუდე, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობას დიდ პრობლემებს უქმნის, ამიტომაც საჭიროა, ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს, ჩვენ გავუგზავნეთ წერილი გარემოს დაცვის სამინისტროს, დედაქალაქის მერიას და მოვითხოვეთ ბაზრობის გადატანა. დაგვპირდნენ, რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრამ დღემდე ეს ხალხი საშინელ დღეშია, ამიტომაც კიდევ ერთხელ მივმართავთ ქალაქის ხელმძღვანელობას ბაზრობის გადატანის მოთხოვნით და თუკი მერია არ დააკმაყოფილებს ამ ხალხის მოთხოვნას, სასამართლოს მივმართავთ”.

ნინო ხარშილაძე

წყარო გაზეთი ვერსია

http://www.versia ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: