რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ქალმა კონტრაცეპტივების მიღებამდე?

24 Dec

მიუხედავად იმისა, რომ კონტრაცეპცია აბორტის ერთადერთი შეუცვლელი საშუალებაა, საქართველოში მან ფეხი ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა. ზოგს მისი ფასი აფრთხობს, რომელიც, საშუალოდ, 625 ლარამდე ღირს, ზოგს საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებების გამო, მისი მიღების ეშინია, ზოგიც ვერ ეგუება. საქართველოში ქალბატონები კონტრაცეპტივებს, ძირითადად, მეგობარმეზობლებისა და, უკეთეს შემთხვევაში, ფარმაცევტის რეკომენდაციით ირჩევენ. არადა, არასწორად შერჩეულმა კონტრაცეპტივმა, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. რა გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო კონტრაცეპტივის მიღებამდე და რა გართულებებს იწვევს არასწორად შერჩეული ჰორმონალური კონტრაცეპტივები, ამის გასარკვევად ,,ვერსია” იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის, მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის სათანამშრომლო ცენტრის; საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობაგინეკოლოგიის კათედრის გამგეს, აკადემიკოს არჩილ ხომასურიძეს ესაუბრა. _ მიუხედავად იმისა, რომ კონტრაცეპტივები დიდიხანია საქართველოშიც გამოიყენება, დღემდე ის ბჭობის საგანია, ბევრს მიაჩნია, რომ უვნებელია, ზოგსაც _ პირიქით. რამდენად არის დაკავშირებული კონტრაცეპტივების მოხმარება ქალურ დაავადებებთან? _ არ დავმალავ და 1986 წელს, პირველად საბჭოთა კავშირში, კონტრაცეპტივი უნგრეთიდან კონტრაბანდულად მოსკოვში შემოვიტანე. ეს ბუნებრივი შეკითხვაა, კონტრაცეპტივის დიდი უმრავლესობა აბია. ბუნებრივია, ყველა წამალს უკუჩვენებაც გააჩნია, მათ შორის კონტრაცეპტივებსაც. თუმცა, როცა მეცნიერებმა შ ეაფასეს, სიკეთე უფრო მეტი მოაქვს თუ ზიანი, ცალსახად აღმოჩნდა, რომ ზიანი მინიმალურია. _ რა ზიანი შეუძლია მოუტანოს ქალს კონტრაცეპტივების მიღებამ? _ ძირითადად, ეს რისკი დაკავშირებულია იმ პაციენტებთან, რომელთაც თირკმლის, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადება აქვთ. ასევე მწვავე ანთება ან სისხლის შედედების უნარის პრობლემები. კერძოდ კი, ზოგიერთი კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი, ღვიძლის სეკრეციის შენელებას იწვევს. იმ დროს, როცა ადამიანს ქოლეცისტიტი აქვს და ისედაც შენელებულია ნაღვლის გამოყოფა, ამ დროს ყველა ორალური კონტრაცეპტივის მიღება არ შეიძლება, ვინაიდან კონტრაცეპტივი ნაღვლის გამოყოფას აფერხებს და თუ ქალს ნაღვლის პრობლემა აქვს, რა თქმა უნდა, გაუმწვავდება და ქოლეცისტიტი დიდხანს გაგრძელდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ კორექციას ვახდენთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევურჩევთ ასეთ ქალს ორალურ კონტრაცეპტივს, მაგრამ მას თავისი მიდგომა და ცოდნა უნდა. _ ქალების უმრავლესობა ორალურ კონტრაცეპტივებს თავისი გემოვნების მიხედვით იღებს, რაც არასწორია, საინტერესოა, რა გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს ქალს კონტრაცეპტივის დანიშვნამდე და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს, აფთიაქში ბრმად ნაყიდ კონტრაცეპტივს? _ კონტრაცეპტივების მიღებამდე, პირველ რიგში, ქალმა გინეკოლოგრეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია უნდა გაიაროს. შესაძლოა, ქალი იმდენად ჯანმრთელი აღმოჩნდეს, რომ მას არანაიარი ანალიზის გაკეთება არ დასჭირდეს, მაგრამ თუკი ოდესმე, გადატანილი აქვს ნაღვლის ბუშტის ანთება, თუნდაც ახლა არ აწუხებდეს, ასეთ ქალს გინეკოლოგი ისეთ კონტრაცეპტივს დაუნიშნავს, რომელიც ესტროგენებს არ შეიცავს. ასევე, თუ ქალს გადატანილი აქვს ტრომბოფლებიტი, მისთვის ყველა ორალური კონტრაცეპტივის დანიშვნა არ შეიძლება. ასეთ ქალს უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა _ კოაგულოგრამა ანუ ჰემოსტაზიოგრამა, კარგად დაუფიქრდეს გინეკოლოგი, მიიღოს კონსულტაცია ჰემასტაზიოლოგისგან და იმის მიხედვით შეურჩიოს სუფთა გესტაგენი, ესტროგენების გარეშე, ვინაიდან, შესაძლოა, მდგომარობა გაურთულდეს. ასევე საჭიროა, მამოლოგთა კონსულტაცია. ზოგადად, ყველა ჯანმრთელმა ქალმა წელიწადში ერთხელ მაინც, მამოლოგთან კონსულტაცია უნდა ჩაიტაროს. ზოგიერთ ქალს ჰორმონალური სტატუსის დადგენაც სჭირდება. _ ბევრი საუბრობს იმაზე, რომ კონტრაცეპტივი წონაში მატებასა და თმიანობას იწვევს, რამდენად სწორია ეს მოსაზრება? _ ასეთი შემთხვევები არის, მაგრამ ეს არასწორი კონსულტირების ბრალია. სიმსუქნეს არა კონტრაცეპტივების მიღება, არამედ ბევრი ჭამა იწვევს. კი ბატონო, ზოგიერთი კონტრაცეპტივის მიღება, მადის მომატებას იწვევს, თუ ქალს გასუქების ეშინია, მოთმინება იქონიოს და დიეტა დაიცვას. ძველი თაობის კონტრაცეპტივები, რომელშიც დიდი რაოდენობით ანდროგენებს შეიცავს, თუ არასწორად მიიღო ქალმა, მას შეიძლება რამდენიმე ღერი თმა ამოუვიდეს, თუმცა თუ სწორად არის დანიშნული, არც გასუქდება და არც თმა ამოუვა, ამას კატეგორიულად ვაცხადებ. სხვათა შორის, კონტრაცეპტივებს სამკურნალო მიზნითაც ნიშნავენ. თითქმის ყველა გინეკოლოგიურ დაავადებას, მათ შორის, უშვილობას კონტრაცეპტივით ვმკურნალობთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უნიშნავენ. _ ორალურ კონტრაცეპტივებს რეცეპტში უწერია, რომ არ შეიძლება თამბაქოს მოხმარება, რატომ? _ ეს აკრძალვა უფრო 35 წელს გადაცილებულ ჯანმრთელ ქალბატონებს ეხებათ. სტატისტიკურად შესწავლილია, რომ ნიკოტინი და ფისი, რომელიც სიგარეტში შედის, ხელს უწყობს სისხლის შედედების უნარიანობის დარღვევას. კონტრაცეპტივი ისედაც სისხლის შედედების უნარს აძლიერებს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ქალს ინსულტი ან ინფარქტი დაემართოს. ზოგადად, დამტკიცებულია, რომ თუკი ქალი 35 წლის შემდეგ, ჰორმონალურ და მონოფაზურ კონტრაცეპტივს იღებს, უფრო ხშირია ინსულტის და ინფარქტის ალბათობა, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, რომ კონტრაცეპტივის მიღების დროს, სიგარეტის მოხმარება არ შეიძლება. მათ მოსაზრებას მეც ვეთახმები. _ არსებობს ინფორმაცია, რომ კონტრაცეპტივის მიღების შემდეგ, შესაძლოა, ქალი 6 თვე ვერ დაორსულდეს, რატომ? _ გააჩნია, კონტრაცეპტივების მიღების ხანგრძლივობას. თუკი ქალი ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს 47 წელია ხმარობს, მას ოვულაციის პროცესი დათრგუნული აქვს. მის აღდგენას კი 56 თვე სჭირდება. _ ორალური კონტრაცეპტივი რამდენ ხანს შეიძლება მიიღოს ქალმა? _ ორალური კონტრაცეპტივის მიღება 45 წლის განმავლობაში თავისუფლად შეიძლება. მერე ცოტა ხნით სხვა სახის კონტრაცეპტივით უნდა შეიცვალოს, მაგალითად, კონდომით. _ ბევრი იმასაც ამბობს, რომ ორალური კონტრაცეპტივების მიღება საშვილოსნოსა და მკერდის კიბოს გაჩენის რისკს ზრდის. _ ეს არასწორია. კონტრაცეპტივებით საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის კეთილთვისებიან სიმსივნეებსაც ვმკურნალობთ. _ ზოგადად, ყველაზე მოთხოვნადი რა სახის კონტრაცეპტივია? _ ჰორმონალური კონტრაცეპტივები ყველაზე გავრცელებული და პოპულარული დასავლეთ ევროპაშია. გაგიკვირდებათ და, მთელს მსოფლიოში ქალისა და მამაკაცის სტერილიზაცია ფალოპის მილებისა და სათესლე ბაგერაკების გადაკვანძვა გახლავთ. რომელსაც ქირურგიული ჩარევით აკეთებენ; მას, იმ შემთხვევაში იკეთებს წყვილი, როცა გადაწყვეტილი აქვს, რომ მეტი შვილის გაჩენა არ უნდა. მეორე ადგილზეა კონდომი; მესამეზე _ პრონოლგირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები, რომელიც ქალმა, შესაძლოა, 12 თვეში ერთხელაც მიიღოს. ასევე იმპლანტი და საშვილოსნოს შიდა საშუალება ანუ სპირალი. თუმცა ამ უკანასკნელს, თავისი ჩვენებები აქვს, კერძოდ კი, არ შეიძლება ის იმ ქალებს გაუკეთდეთ, რომელსაც მიომა, ენდომეტრიოზი, სისხლდენა ან ანთება აქვს. _ იმპლანტი, რომელიც ქალს 5 წლის განმავლობაში ჰყოფნის, რატომ არ არის მოთხოვნადი? _ მას თავისი უკუჩვენებები და გართულებები აქვს. იმპლანტის ჩადგმის შემდეგ უფრო ძნელია მენსტრუალური ციკლის რეგულირება. ქალებს ციკლი ერღვევათ, რაც არ მოსწონთ და ჰგონიათ, რომ ორსულად არიან. _ საქართველოში კონტრაცეპტივები ყველაზე ძვირი რატომ ღირს? _ ჩვენი ქვეყანა ხომ აბსურდისტანია. ამ გამონაკლისს არც კონტრაცეპტივების ფასები შეადგენს. ფარმაცევტულმა კომპანიებმა ამ ბიზნესსაც კარგად აუღეს ალღო, მათ რატომღაც მიაჩნიათ, რომ ვისაც ჰორმონალური კონტრაცეპტივი სჭირდება, ბევრი ფული აქვს და ამიტომაც დიდი ფასი დაადეს. საქართველოში ანტიმონოპოლიური კანონიც არ არის. P.შ. თუ გავითვალისწინებთ ქართული სამზარეულოს მენიუსა და ცხოვრების წესს, თირკმლის, ღვიძლის, ნაღვლისა და სისხლძარღვების პრობლემა თითქმის ყოველ მეორე ქართველს აქვს. შესაბამისად, ,,ვერსია” დაინტერესდა, რა შეიძლება ქალს დაუჯდეს, ის მინიმალური გამოკვლევები და ექიმებთან კონსულტაცია, რაც ერთი კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნისთვისაა საჭირო. ეს თანხა კი, საშუალოდ, 150250 ლარამდე მერყეობს. ნინო ხარშილაძე

წყარო: გაზეთი ვერსია

http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/1004-2011-11-30-12-11-28.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: