სუროგაცია-დონაცია უფასო ხდება!

2 Jul

რატომ ირჩევს საქართველო სუროგაციის ალტრუისტულ მეთოდს და რით დაისჯებიან კანონის დამრღვევები?

საქართველოში ათიათასობით უშვილო წყვილია. უშვილობის პრობლემის გადასაჭრელად, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ხელოვნურ განაყოფიერებას ან სუროგაციას მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცედურები ძალიან ძვირი ღირს, საქართველოს კანონმდებლობა ამ სფეროს, ფაქტიურად, ვერ არეგულირებდა. საქართველოს პარლამენტში უკვე მომზადდა და სულ მალე დაამტკიცებენ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, სუროგაცია-დონაციასთან დაკავშირებით მთელი რიგი რეგულაციები შემოდის. კერძოდ კი, საქართველოში დაშვებულია ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომავალი ბავშვისთვის განსაკუთრებული ფიზიკური ან ფსიქიკური მახასიათებლების ჩამოყალიბება სურთ.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე აკრძალვას იმით ხსნის, რომ: ,,შეიძლება ეს ბავშვი 3 წლის ასაკში ისე კარგად ვერ მღეროდეს, რა მონაცემებიც დონორს ჰქონდა, აქ ჩნდება პრეტენზიები, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. მეორეც, ქვეყანა არ უნდა გადაიქცეს კვერცხუჯრედისა და სპერმის ჩაბარების ფაბრიკად”. ახალი კანონმდებლობით ასევე იკრძალება სქესთა შერჩევა, გარდა იმ შემთხვევისა, სადაც თავიდან უნდა იქნას აცილებული სქესთან დაკავშირებული სერიოზული მემკვიდრული დაავადებები, რომელმაც შეიძლება ბავშვის მძიმე უნარშეზღუდულობა ან სიკვდილი გამოიწვიოს. ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენება დაუშვებელია, ასევე იკრძალება ემბრიონის შექმნა მხოლოდ სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის მიზნით. ცხოველის სპერმის, კვერცხუჯრედის, ემბრიონის ან ნაყოფის ადამიანისთვის გადატანის მიზნით. დონორის სპერმის, კვერცხუჯრედის ან ექტრაკორპორული განაყოფიერების (ლაბორატორიულ პირობებში მიღებული ემბრიონი) შედეგად მიღებული ემბრიონის ყიდვა-გაყიდვის მიზნით. ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენებით დაავადებული ბავშვის გაშვილება. კანონპროექტის თანახმად, ხელოვნური ჩასახავის ტექნოლგია შეიძლება გამოყენებულ იქნას, ჰეტეროსექსუალური წყვილისთვის ან მარტოხელა ქალისთვის იმ შემთხვევაში, თუ ქალი ან მამაკაცი უშვილოა და უშვილობის მკუნალობა ქვეყანაში ხელმიუწვდომელი, სხვა ალტერნატიული მეთოდების გამოყენება კი უშედეგო აღმოჩნდა, ან მკურნალობა არ ჩატარებულა, მაგრამ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უშვილობის მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდება, რაც დადასტურებული უნდა იყოს სათანადო ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში. ან სახეზეა ბუნებრივი გზით ჩასახული ბავშვისთვის ქალის ან მამაკაცის მხრიდან ისეთი მემკვიდრული დაავადებების გადაცემა, რაც ბავშვის მძიმე უნარშეზღუდულობას ან სიკვდილს გამოიწვევს. ასევე დაუშვებელია ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის განხორციელებისას გენეტიკური ნათესავის სპერმატოზოიდების ან კვერცხუჯრედის შერწყმა. რაც შეეხება ხელოვნურ ინსემინაციას (ქმრის ან სექსუალური პარტნიორის სპერმის გადატანა ქალის სასქესო გზებში სქესობრივი კავშირის გარეშე სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული ნებისმიერი საშუალებით), ის შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი უშვილო წყვილისთვის, ქმრის ან დონორის სპერმის გამოყენებით. ასევე რეგისტრირებულ ქორწინებაში არმყოფი პირისთვის პარტნიორის ან დონორის სპერმით, მარტოხელა ქალისთვის დონორის სპერმის გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ დონორმა უარი თქვა ხელოვნური ინსემინაციისთვის სპერმის ან კვერცხუჯრედის გამოყენებაზე, მან უნდა აანაზღაუროს ყველა ის ხარჯი, რაც გაწეული აქვს წყვილს ან მარტოხელა დედას პროცედურის ჩატარებისთვის. კანონპოექტი უფლებას აძლევს წყვილს ან მარტოხელა ქალს, მოითხოვოს ინფორმაცია დონორის ასაკის, გარეგნული მონაცემების, ეთნიკური წარმომავლობისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც არ იძლევა დონორის იდენტიფიცირების საშუალებას. ექსტრაკორპორაციული განაყოფიერება (სპეციალური სამედიცინო ჩარევის გზით მიღებული ადამიანის კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა ლაბორატორიის პირობებში ემბრიონის მისაღებად) კი შესაძლებელია უშვილო წყვილისთვის; უშვილობის მკურნალობის მიზნით თავად წყვილის ან დონორის კვერხცხუჯრედის ან სპერმატოზოიდების გამოყენებით; იმ შემთხვევაში, თუ ცოლის ან ქმრის მხრიდან ნაყოფზე გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკი არსებობს, ამ დროს გამოიყენება დონორის კვერცხუჯრედი ან სპერმა ან სხვა წყვილი ემბრიონი. ასევე ეს პროცედურა შეუძლია მარტოხელა ქალმაც ჩაიტაროს. ექსტაკორპორაციული განაყოფიერების გზით მიღებული ემბრიონი წყვილმა ან მარტოხელა ქალმა შესაძლებელია მოგვიანებით გამოიყენოს. ასევე დასაშვებია ამ ემბრიონის დონაცია სხვა წყვილისთვის ან მარტოხელა ქალისთვის. კანონპროექტის თანახმად, წყვილი ან მარტოხელა ქალი, რომელიც მიმართავს ექსტაკორპორაციულ განაყოფიერებას კვერცხუჯრედის ან და სპერმის დონორის ვინაობა ცნობილი არ უნდა იყოს, იგივე წესი ვრცელდება დონორობის შემთხვევაშიც. გადაუნერგავი ემბრიონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უშვილო წყვილი ამ მარტოხელა ქალი. იმ შემთხვევაში, თუ ემბრიონი დონორის ბიოლოგიური მასალითაა მიღებული, მისი შენახვის ვადა 5 წელია, ვადის გასვლის შემდეგ შენახვის ვადის გაგრძელება შესაძლებელია, სანამ ქალს ფიზიოლოგიური მენოპაუზა არ დაეწყება. კანონი წყვილს ან მარტოხელა ქალს უფლებას აძლევს, შენახული ემბრიონი სხვა წყვილს გადასცეს. კანონპროექტის თანახმად, იზრდება სუროგატი დედის აყვანის უფლებით მოსარგებლე ადამიანთა რიცხვი, თუ აქამდე სუროგატი დედით სარგებლობა, მხოლოდ და მხოლოდ იმ წყვილს შეეძლო, რომლის მეწყვილე ქალსაც არ ჰქონდა საშვილოსნო, ახალი კანონის ამოქმედებიდან, სუროგატი დედის აყვანა ყველას შეეძლება ოღონდ ალტრუისტული მეთოდით. ქალს შეუძლია, სუროგატი დედა მხოლოდ ორჯერ გახდეს და მასა უცილებლად უნად ჰყავდეს გაჩენილი, ერთი ცოცხალი შვილი. ქორწინებაში მყოფ სუროგატ დედას აუცილებლად ქმრის ოფიციალური თანხმობა ესაჭიროება. თუ აქამდე სუროგატი დედობისთვის ქალი საკმაოდ სერიოზულ თანხას იღებდა (15000-30000 დოლარამდე, _ ნ.ხ.) კანონის მიღების შემდეგ, სუროგატი დედობა აკრძალულია ფინანსური სარგებლობის მიღების მიზნით. კანონში ამ მუხლის ჩადების შემდეგ სპეციალისტები შიშობენ და ამტკიცებენ, რომ საქართველოში სუროგატი დედის ინსტიტუტი აღარ იარსებებს. განსხავავებული მოსაზრება აქვს ოთარ თოიძეს: ,,მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში უფრო მეტი უშვილო წყვილია, ეს იმ ქვეყნებში სხვისი ორგანიზმის დაქირავება არაეთიკურ საქმედაა მიჩნეულია. ჩვენ ალტრუისტულ სუროგაციას ვუშვებთ, ეს ინგლისსა და საბერძნეთშიც დაშვებულია, თანაც საქართველოში მაინც დგას უშვილობის პრობლემა. რადგან კანონში არაფერი ეწერა სუროგაციაზე, ფეხი მოიკიდა კომერციულმა სუროგაციამ, რომელიც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში საერთოდ აკრძალულია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი ქმედებაა. კომერციული სუროგაცია მხოლოდ ინდოეთში, რუსეთსა და უკრაინაშია დაშვებული. ყველა ქვეყანაში, სადაც აკრძალულია სუროგაცია, იქაც ხომ დგას უშვილობის პრობლემა, მაგრამ სხეულით ვაჭრობა დაუშვებელია მათი ქვეყნის მორალისთვის. ჩნდება მეორე პრობლემაც, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც დაუშვებელია სუროგაცია, სხვა ქვეყანაში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი სამშობლოში ვეღარ შეჰყავთ. ასეთი ბავშვი ხშირად გასაშვილებელთა რეესტრშიც ვერ ხვდება. მე მესმის, იქ, სადაც აკრძალვაა, ყოველთვის გამოჩნდება შავი ფული, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს სუროგატ დედასა და უშვილო წყვილს შორის მოლაპარაკების საგანი გახდება და არა როგორც აქამდე იყო. სუროგატი დედები, პრაქტიკულად, ტყვეობაში იმყოფებიან და ხმის ამოღების უფლებაც არ აქვს. კანონის მიხედვით, სუროგაციის პროცესს სუროგატის მეუღლეც უნდა ესწრებოდეს, რადგანა არ არის გამორიცხული, რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების ნაცვლად, სუროგატის ბუნებრივი გზით დაორსულება მოხდეს. ამის შემთხვევებიც ყოფილა”. _ განაცახადა მან. კანონპროექტი რეპროდუქტიული დონორობის საკითხსაც არეგულირებს. კერძოდ კი, სპერმატოზოიდის ან კვერცხუჯრედის დონორობა შეუძლია 21 წელს მიღწეულ ქმედითუნარიან პირს. დონორობა უფასოა, დონორი მხოლოდ და მხოლოდ დროის, ტრანსპორტის სამუშაოდან მოცდენის და სხვა კომპენსაციას იღებს. ერთი და იგივე დონორის ბიოლოგიური მასალის ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენებისთვის, შესაძლებელია მხოლოდ სამჯერ, თუ მას მოჰყვა ბავშვის დაბადება. გარდაცვლილი მამაკაცის გამეტის აღება შესაძლებელია თუ პირს სიცოცხლეში გაცხადებული აქვს ამაზე ნებართვა. განსხვავებით მამაკაცისგან, გარდაცვლილი ქალის კვერცხუჯრედის ან საკვერცხის აღება აკრძალულია. სპერმატოზოიდის ან კვერცხუჯრედის ექპორტ-იმპორტი დაუშვებელი ხდება. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის განმარტებით: ,,30 ლარად აღებული სპერმის 300 დოლარად გაყიდვა არ შეიძლება. გაყიდვა არასწორად მიგვაჩნია, უცხოეთში იგივე ქმედება ისჯება. ასეთია საერთაშორისო რეგულაციებიც. ჩვენი კანონმდებლობა კი ევროკავშირისა და საერთაშორისო მოთხოვნებს უნდა დავუახლოვოთ. თუ ქართული საზოგადოება გადაწყვეტს, რომ საქართველო ინდოეთისა და რუსეთის გვერდით უნდა დადგეს, სადაც კომერციული სუროგაცია და (რეპროდუქციული, _ ნ.ხ) დონაცია დაშვებულია, კი ბატონო, მაგრამ მას რომ კონტროლი სჭირდება, ეს ხომ ცხადია. თანაც, ეს სფერო დღგ-სგან გათავისუფლებულია, როგორც სამედიცინო საქმიანობა და აქ დიდი ფული ტრიალებს”, _ განაცხადა მან. ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც, კერძოდ კი, სპერმის, კვერცხუჯრედის ან და ემბრიონის ყიდვა-გაყიდვა აკრძალულია, თუ ეს კანონი დაირღვა, პირი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე. თუ ეს ქმედება პირმა განმეორებით ჩაიდინა, დაჯარიმდება ან 4-წლიანი პატიმრობა, თანამდებობის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ელის.

ნინო ხარშილაძე

http://versia.ge/index.php/component/content/article/16/1828.html

 

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: