რეპორტაჟი ცენტრალური ბაზრიდან

19 Jan

რა დაჯდება სააღდგომო სუფრის გაშლა

,,ქრისტე აღსდგა”! _ ,,ჭეშმარიტად”! _ ამ საოცარი სიტყვებით, ვნების კვირის დასასრულს, უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს ერთმანეთს მალე მივულოცავთ. ამ დღეს, დიდმარხვაც დამთავრდება… თითქმის ყველა ოჯახში, უკვე წინასააღდგომო სამზადისია. ყველა დიასახლისი ცდილობს, ამ ბრწყინვალე დღესასწაულს შესაფერისად დახვდეს და თუ ფინანსები დიდი, მამა-პაპური სუფრის გაშლის საშუალებას არ აძლევს, პასკა და წითლად შეღებილი კვერცხი მაინც აუცილებლად ჰქონდეს.

მოკლედ, როგორი სუფრა გვექნება სააღდ-გომოდ, ეს ჩვენს მარიფათსა და ფინანსურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. მით უმეტეს, რომ პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად გაიზარდა. იმის გასარკვევად, რა დაგვიჯდება სააღდგომო სუფრა, თბილისის ცენტრალურ ბაზარს ვესტუმრეთ. სხვათა შორის, აქ დიდი ხალხმრავლობა დაგვხვდა _ ჩანს, მოქალაქეები თადარიგის წინასწარ დაჭერას ცდილობენ. ალბათ, იმის შიში აქვთ, რომ აღდგომის წინა დღეებში, ფასები ისევ მოიმატებს. ბაზარში ბევრი ნირწამხდარი დიასახლისი შეგვხვდა. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ _ დიდებული სუფრის გაშლას ვინ დარდობს, იქნებ პასკისა და კვერცხის ყიდვა მაინც მოვახერხოთო.
ახალი წლიდან დღემდე, პროდუქტებზე ფასმა 15-20%-ით მოიმატა. მაშ ასე, რა თანხა უნდა გვქონდეს ჯიბეში, რომ ბაზრიდან ხელცარიელი არ დავბრუნდეთ.
ტრადიციულად, აღდგომას წითელი კვერცხით და პასკით უნდა შევხვდეთ. კვერცხის ფასი 26-32 თეთრია. სოფლის კვერცხი კი _ 40 თეთრი ღირს. ენდროსა და სხვადასხვა სახეობის საღებავების ფასი 50 თეთრია. პასკის ფასი 3-15 ლარია. ვისაც საცივის გაკეთება სურს ან უნდა, მის სააღდგომო სუფრას მრგვლად მოხარშული დედალი ამშვენებდეს, უნდა გაითვალისწინოს, რომ 1 კილოგრამი ფერმის ქათამი 6 ლარი ღირს, სოფლის ქათამი _ 8 ლარი; ქათმის ბარკლები _ 3,5 ლარი.
სააღდგომო სუფრას კარგად შებრაწული წიწი-ლაც ხომ დაამშვენებდა?! წიწილის 1 კილოგრამი ხორ-ცის საყიდლად 7 ლარი დაგჭირდებათ. თუ გსურთ, სტუმრები შემწვარი მწყერით გააკვირვოთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 1 მწყერის ფასი 3,5 ლარია.
თუ უფრო საქონლის ხორცის მოყვარული ბრძანდებით და მწვადის აშიშხინებას გეგ-მავთ, მაშინ კილო სამწვადე ხორცის ფასი 13-14 ლარია; 1 კილოგრამი ფარშის შესაძენად, 11 ლარის გადახდა მოგიწევთ. საქონლის გულ-ღვი-ძლის ფასი 6-7 ლარია, 200 გრამი ლორი კი 3,70 ლარი ღირს. თუ გოჭის ხორცი მოგენატრათ და ჩაფიქრებული გაქვთ, თქვენს ოჯახში გაშლილ სააღდგომო სუფრას პირში ბოლოკგაჩრილი შემწვარი გოჭიც ამშვენებდეს, გოჭის ფასი და-გაინტერესებთ _ 8-9-კილოგრამიანი გოჭის შესაძენად 70-90 ლარი დაგჭირდებათ. გოჭის ხორცი ტყემლის საწებელში თუ არ ამოავლეთ, რა გემო აქვს? _ თუ შინდამზადებული ტყემალი არ გაქვთ და იძულებული ხართ საწებელი იყიდოთ, ნახევარლიტრში 3 ლარის გადახდა მოგიწევთ.
თუ ფინანსური მდგომარეობა გაძლევთ საშუალებას, სააღდგომო სუფრაზე წითელი ხიზილალაც დადოთ, უნდა იცოდეთ, რომ 200-გრამიანი ხიზილალის ფასი 27-30 ლარია; კიბორ-ჩხალის ჩხირები 1 ლარი დაგიჯდებათ.
ქართული სუფრა იმერული ხაჭაპურის და ლობიანის გარეშე არ ივარგებს, შესაბამისად, ყველისა და ლობიოს ფასითაც დავინტერესდით: ქარხნული და იმერული ყველი _ 9-12 ლარია; ჰოლანდიური _ 22 ლარი; შვეიცარული _ 18 ლარი; ლობიო კი 3,5-7 ლარი ღირს. თევზეულიც არ არის იაფი. გააჩნია რა სახეობის თევზის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი. სახეობების მიხედვით, ერთი კილოგრამი თევზის ფასი 6-დან 15 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება კალმახს, ერთი კილო კალმახის შესაძენად 15 ლარის გადახდა მოგიწევთ.
ზამთრის შემდეგ, ადამიანების უმრავლესობას მოთხოვნილება აქვს ხილსა და ბოსტნეულზე: 1 კილო კიტრი 2 ლარი ღირს; პომიდორი _ 2,50-3 ლარი; ბადრიჯანი _ 2 ლარი; ბულგარული წიწაკა _ 4 ლარი; კომბოსტო _ 1,50 ლარი; სტაფილო _ 1,50; ჭარხალი _ 1,70; ხახვი _ 2-2,50; ნიორი _ 9-12 ლარი; ყვავილოვანი კომბოსტო _ 3 ლარი.
კეცზე შემწვარ ქამა სოკოზე ვინ იტყოდა უარს? ერთი კილო ქამა სოკოს ფასი 9 ლარია, ხოლო სხვა სახეობის სოკოს შესაძენად, კილოში 5 ლარის გადახდა მოგიწევთ.
თუ გსურთ, სააღდგომო სუფრა სალათებით, მაგალითად, ე.წ. ვინეგრეტით დაამშვენოთ, მისი ინგრედიენტების ფასებიც დაგაინტერესებთ. მაშ ასე: ბარდა 2,20-2,50 ლარი ღირს; 1 კილოგრამი კარტოფილი _ 1,5-2 ლარი; მაიონეზი _ 1,70-2,50 ლარი; ზეთისხილი _ 2,80 ლარი; კილო კიტრისა და პომიდვრის მწნილის ფასი 4-6 ლარია; წიწაკის მწნილის შესაძენად 5 ლარის გადახდა მოგიწევთ; ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი კი 4 ლარი ღირს.
თუ ცხელი ღომის მოყვარული ბრძანდებით, ფქვილეულის ფასითაც დაინტერესდებით: პურის ფქვილი 1,50-1,60 ლარი ღირს, ჭადის ფქვილი _ 2,5 ლარი; ღერღილი _ 2,5 ლარი.
კერძებისა და ტკბილეულის მოსამზადებლად, ალბათ, სხვა პროდუქტების შეძენაც დაგჭირდ-ებათ. მათი ფასები კი ასეთია: ბრინჯი _ 3,5-6 ლარი; ზეთი _ 3,70-4,20 ლარი; შაქარი _ 2,30 ლარი; რძის ფხვნილი _ 14 ლარი; კარაქი _ 7, 10, 15 ლარი; შესქელებული რძე _ 2-2,20 ლარი; 1 კილოგრამი ქიშმიში _ 7 ლარი; გარგარის ჩირი, ე.წ. კურაგა _ 14-15 ლარი; ეგზოტიკური ხილისგან დამზადებული ჩირი _ 20-25 ლარი; ხურმისა და სხვადასხვა ხილეულის ჩირი _ 3-4 ლარი; ერთი ცალი ჩურჩხელა კი 2-5 ლარი ღირს. 1 კილოგრამი ნიგოზის საყიდლად 15-22 ლარის გადახდა მოგიწ-ევთ, მიწის თხილი 5 ლარი დაგიჯდებათ, ქართული თხილი _ 15 ლარი; ნუში _ 25 ლარი; ერთი ლიტრი თაფლის ფასი კი _ 15 ლარია.
თუ ტკბილეულის შინ გამოცხობას ვერ ახერხებთ და გადაწყვეტთ გამზადებული ნამცხვარი იყიდოთ, მისი ფასი 20-25 ლარია. ფირ-ფიტების შესაძენად, 3,50-6,50 ლარის გადახდა მოგიწევთ; 15-კვერცხიანი ტორტის ბისკვიტის ფასი კი _ 15-18 ლარია.
რაც შეეხება ხილს _ ერთი კილო კივი 4 ლარი ღირს, ნესვი _ 5 ლარი; ყურძენი _ 3,5 ლარი; ანანასი _ 10 ლარი; გრეიფრუტი _ 3 ლარი; მსხალი _ 3 ლარი; ვაშლი _ 2,50-6 ლარი.
მრავალფეროვნებისთვის, სააღდგომო სუფრას კანფეტები და ნუგბარიც უნდა ამშვენებდეს. მისი ფასი საკმაოდ ძვირია. ერთი კილო ხილის კანფეტი 6-12 ლარი ღირს, შოკოლადი _ 9-30 ლარი; შოკო-ლადის ფილას ფასი 1,70-6 ლარამდე მერყეობს იმის მიხედვით, რა ფირმისა და ქვეყნის წარმოების გსურთ. ბანბანერის ფასი კი, 6-40 ლარია.
სააღდგომო სუფრაზე, განსაკუთრებული დატ-ვირთვა აქვს სასმელს. მით უფრო, რომ აღდგომის მეორე დღეს, სასაფლაოებზე გავდივართ, მიცვა-ლებულების მოსაგონებლად. თუ გსურთ, ამ დღეს შამპანური მიირთვათ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მისი ფასი 8-15 ლარია. ბოთლის ღვინო 10-30 ლარი ღირს, ჩამოსასხმელი ღვინის ფასი 5-6 ლარია. სხვადასხვა არაალკოჰოლური სასმელის შესაძენად კი, 1,50-6 ლარის გადახდა მოგიწევთ.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: